სიმეონე "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი ორშაბათიდან გახდება

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" შესაძლოა, ახალი მთავარი მწვრთნელი მომდევნო კვირის დასაწყისში აიყვანოს. 41 წლის არგენტინელი სპეციალისტი დიეგო სიმეონე კლუბს შობის შემდეგვე, მომავალ ორშაბათს ჩაუდგება სათავეში.

ამასთან, დღევანდელი თავკაცის გრეგორიო მანსანოს ბედი უკვე "ალბასეტესთან" სათასო მატჩზე არ არის დამოკიდებული - ახალ წელს მანსანო უმუშევარი შეხვდება.

ამ დროისთვის, თვითონ სიმეონეც უმუშევარია, არგენტინის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული "რასინგიდან" გაუშვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული