20 წლის მარტინ მონტოია ზაფხულში უკონტრაქტოდ რჩებოდა, მის ბედს უკვე უკავშირებდნენ იტალიურ "რომას", მაგრამ ფეხბურთელს, რომელიც 9 წლიდან "ბარსაში" იზრდება, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და აი, ოთხშაბათს სარეზერვო გუნდის მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა.
ხელმოწერის ცერემონიალს კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა დაესწრნენ. ახლა ვისაც მონტოიას ხელში ჩაგდება მოუნდება, "ბარსასთან" ვაჭრობა 12 მილიონი ევროდან (ზევით) უნდა დაიწყოს.
"ეს იყო ჩემი ოცნება, რომელიც ამიხდა. გვარდიოლას ჩემი სჯერა და ამიტომაც დარჩენა გადავწყვიტე. ცხრა წლის მოვედი კლუბში და
ყველაფერი აქ ვისწავლე, არც კი ვიცი, რა ხდება "ბარსას" გარეთ სამყაროში", - განაცხადა მარტინმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"