ფაბრეგასი: თუ "ბარსელონას" დატოვება მომიხდა, "არსენალში" დავბრუნდები

AutoSharing Option
ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი, რომელიც ზაფხულში "არსენალიდან" "ბარსელონაში" გადავიდა, აცხადებს, რომ თუ კატალონიელთა რიგების დატოვება მოუხდა, ლონდონურ კლუბში დაბრუნდება.

"თუ "ბარსელონას" დატოვება მომიხდა, "არსენალში" დავბრუნდები. ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან მინდა.

არ დავფარავ, რომ "არსენალის" მიმართ მხოლოდ მადლიერების გამოხატვა შემიძლია. არც იმას დავფარავ, რომ "არსენალიდან" წასვლისას ტირილი მინდოდა.

არასდროს შევხვედრივარ უფრო ლოიალურ ადამიანს, ვიდრე არსენ ვენგერია. ის ერთერთი საუკეთესოთაგანია, ეს ზუსტად ვიცი", - განაცხადა ფაბრეგასმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენი უთავმოყვარეო და უმადური **** *****
levan
13:47 25-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული