"სარაგოსა" - სასჯელი საეჭვო ექსპერიმენტებისთვის

AutoSharing Option
ესპანურ პრიმერაში 8 იანვრამდე შესვენებაა. ლა ლიგას ჯერ ეკვატორი არ გადაულახია, გუნდებმა 16-16 ტური მოილიეს, თუმცა რაღაც დასკვნების გამოტანა უკვე თავისუფლად შესაძლებელია. დღეიდან ვიწყებთ პრიმერას კლუბების სეზონის საშემოდგომო ეტაპის შეჯამებას.

თითოეულ ნომერში 2-2 გუნდს შემოგთავაზებთ და ცხრილის ფსკერიდან, აუტსაიდერებისგან ვიწყებთ. მაშ ასე, დღევანდელ "მენიუში" ბოლოადგილოსანი "სარაგოსა" და ბოლოს წინა "რასინგია".

არაგონელებმა სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდეს... არა, მოდი, ასე დავიწყოთ - "სარაგოსას" საეჭვო სატრანსფერო პოლიტიკისა და სტრატეგიის გამო კატასტროფა მოუვიდა, თანაც ისეთი, რომლის გამოსწორებაც ამ სეზონშივე თითქმის შეუძლებელია. უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს
ხავიერ აგირეს ლალიგურ პერსპექტივას, კიდევ უფრო მეტი კი - მექსიკელი თავკაცისას.

რას ვწერდით აგვისტოში
სეზონის წინ ლა ლიგის ყველა მონაწილეს მივუძღვენით სტატია, განვიხილეთ მათი სატრანსფერო საქმიანობა და პერსპექტივები. ახლა ამ სტატიებში ჩახედვისას ბევრი საინტერესო აღმოვაჩინეთ. გასულ სეზონში "სარაგოსამ" ბოლო ტურში "ლევანტეს" ძლევით დაიძვრინა თავი.

პრიმერაში დარჩენის მიუხედავად, მისი ეკონომიკური მდგომარეობა არ გაძლიერებულა. ამიტომაც არაგონელებმა სხვადასხვა კლუბიდან ნიჭიერი, მაგრამ პრიმერასთვის ჯერაც მოუმწიფებელი ახალგაზრდები ინათხოვრეს. ასე გამოჩნდნენ გუნდში ბარსელონელი აბრაჰამ მინერო და ედუ ორიოლი, რეალელი დავიდ მატეოსი და ხუან კარლოსი.

დღევანდელი გადასახედიდან გამოჩნდა, რომ ამ სტრატეგიამ არ გაამართლა. მაშინ ვწერდით, რომ თუ "სარაგოსა" კიდევ არ გაძლიერდებოდა, განსაკუთრებით შეტევის ხაზში, მას პრიმერაში დარჩენა გაუჭირდებოდა. გუნდი დიდად აღარ გაძლიერებულა (მხოლოდ ელდერ პოშტიგა შეიმატა) და 2011 წელი ბოლო ადგილზე დაასრულა.

სტატისტიკური მონაგარი
16 თამაშში 10 ქულა, სულ ეს არის, რასაც აგირეს გუნდმა მიაღწია. 10-დან 8 მშობლიურ "ლა რომალედაზე" და მხოლოდ 2 სტუმრად! "ბარსასთან" და "რეალთან" არაგონელებმა თავი შეირცხვინეს (0:4 და 0:6 შესაბამისად).

გუნდს აქვს ყველაზე ცუდი ქულათა შეფარდება - მინუს 18, გაუშვა ყველაზე მეტი, 31 გოლი, გატანილით კი მხოლოდ ორ გუნდს ("რასინგს" და "გრანადას") აჯობა, წააგო ყველაზე მეტი - 10 მატჩი, მოიგო ყველაზე ნაკლები - 2. მოკლედ, ლამის ყველა მაჩვენებლით სარაგოსა იმსახურებს ბოლო ადგილს.

ხავიერ აგირე გუნდს ძირითადად ორი ტაქტიკური სქემით ათამაშებდა: 4-1-4-1-ით დაიწყო და 4-2-3-1-ზე გადაერთო.

გაფრთხილება: 51
2 ყვითელი ბარათი: 2
წითელი ბარათი: 1
პენალტი (გატ): 2/1
პენალტი (გატ) სარაგოსას კარში: 5/4
საშუალო დასწრება: 21 500
დარტყმა (ზუსტი): 167 (57)
დარტყმა (ზუსტი) სარაგოსას კარში: 262 (102)
დარტყმის სიზუსტე: 34,1%
კუთხური: 67
თამაშგარე: 47
ჯარიმა (მათზე): 286 (211)

გოლები
4 პოშტიგა
3 ლუის გარსია
2 ხუან კარლოსი
1 პონსიო, ხუარესი, ბარერა, მეტოქის ავტოგოლი (ბოტია, "სპორტინგი)

საგოლე პასები
2 ლაფიტა
1 ლუის გარსია, მეირა, ხუარესი, ბრაულიო, პონსიო, პოშტიგა

გაძევება
2 ლანძარო
1 ხუან კარლოსი

გაფრთხილება
6 პონსიო, ხუარესი
5 ლანძარო, მატეოსი, მეირა, პარედესი
4 პოშტიგა
3 რუბენ მიკაელი
2 აბრაჰამი, ლუის გარსია, ლაფიტა
1 ხუან კარლოსი, სუკულინი, პინტერი, და სილვა, რობერტო, ტომასი

თამაშები:
მეკარეები: რობერტო ხიმენესი (16 თ), ლეო ფრანკო, კილიან ფალკონი, ალკოლეა.
მცველები: ეფრაინ ხუარესი (14), ხავიერ პარედესი (13), პაულო და სილვა (11), მაურიციო ლანძარო (10), დავიდ მატეოსი (9), ადამ პინტერი (4), რამირო რუისი.
ნახევარმცველები: ლეონარდო პონსიო (16), პაბლო ბარერა (15), რუბენ მიკაელი (14), ხუან კარლოსი (13), ფერნანდო მეირა (11), ფრანკო სუკულინი (8), აბრაჰამ მინერო (7), ანტონიო ტომასი (2).
თავდამსხმელები: ანხელ ლაფიტა (16), ლუის გარსია (15), ელდერ პოშტიგა (15), ხორხე ორტი (5), ედუ ორიოლი (4), ბრაულიო ნობრეგა (2), ხოელ ვალენსია (1).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა
4-2-3-1: რობერტო - ხუარესი, და სილვა, მატეოსი, პარედესი - პონსიო, მეირა - ბარერა, ლუის გარსია, ლაფიტა - პოშტიგა.
საუკეთესო ფეხბურთელი: ელდერ პოშტიგა - 15 თამაში, 4 გოლი, 1 საგოლე პასი.

იცით თუ არა, რომ...
სეზონის წინ დიდ იმედებს ამყარებდნენ 26 წლის შემტევ ბრაულიო ნობრეგაზე. მაგრამ 21 სექტემბერს ბრაულიო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა სარაგოსას გარეუბან უერვაში მოხდა, ვარჯიშიდან დაბრუნებულმა ბრაულიომ ერთ-ერთ ქალბატონზე მიიტანა იერიში, რაც ქუჩის ერთ-ერთმა კამერამ დააფიქსირა. ბრაულიო დამნაშავედ ცნეს, "სარაგოსას" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელი ჯერ დროებით, შემდეგ კი სამუდამოდ მოკვეთა კლუბიდან.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
20. სარაგოსა 16 2 4 10 13-31 10

თარიღი            მეტოქე           ანგარიში
28 აგვისტო        რეალი (შ)             0:6
11 სექტემბერი   ვალეკანო (გ)        0:0
18 სექტემბერი   ესპანიოლი (შ)     2:1
23 სექტემბერი   ბეტისი (გ)            3:4
26 სექტემბერი   მალაგა (შ)             0:0
1 ოქტომბერი     ვილიარეალი (გ)   2:2
16 ოქტომბერი   სოსიედადი (შ)     2:0
23 ოქტომბერი   ოსასუნა (გ)           0:3
26 ოქტომბერი   ვალენსია (გ)         0:1
30 ოქტომბერი   ატლეტიკო (გ)      1:3
6 ნოემბერი        სპორტინგი (შ)      2:2
19 ნოემბერი      ბარსელონა (გ)      0:4
28 ნოემბერი      სევილია (შ)          0:1
5 დეკემბერი      გრანადა (გ)           0:1
11 დეკემბერი    მალიორკა (შ)        0:1
17 დეკემბერი    ბილბაო (გ)           1:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული