ისე, ვერ ვიტყვით, რომ კუპერმა მთლად ჩააფლავა - "რასინგი" არ იყო ბრძოლის უნარს მოკლებული, ამაზე თუნდაც "რეალისთვის" ართმეული 2 ქულა მეტყველებს. მაგრამ მოგებით საქართველოს ექსთავკაცმა მხოლოდ ერთი
რას ვწერდით აგვისტოში
თუნდაც იმას, რომ ზედიზედ 10 სეზონი "რასინგი" ელიტაშია, თუმცა მე-11 სეზონში გაუჭირდება. აი, მაშინდელი ციტატა: "მძიმე ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, მწვრთნელი და ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. თუმცა ჩვენ მათ შემართებას ვერ ვიზიარებთ. კანტაბრიელებს კვლავ მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ, თუმცა, შესაძლოა, "რასინგი" ამ ბრძოლაში კვლავ გამარჯვებული გამოვიდეს".
კუპერის ყველაზე დიდი შეცდომა თანანემამულე ლაუტარო აკოსტაზე მეტისმეტად დიდი იმედის დამყარებაა, მაგრამ 23 წლის შემტევისგან თუნდაც კატნაბრიელი მესი ვერ გამოდნა. კუპერი ძირითადად 4-2-3-1 სქემით ათამაშებდა გუნდს, ეს არც მის შემცვლელს შეუცვლია. სხვათა შორის, გამონაკლისი იყო "რეალთან" მატჩი, სადაც "რასინგმა" საპატიო ფრეს (0:0) მიაღწია.
სტატისტიკური მონაგარი
16 თამაშში 14 ქულა, აქედან კუპერის მონაგარი ასეთია: 13 თამაშში 9 ქულა, გონსალესმა 3 თამაშში 5 ქულას მოუყარა თავი. "რასინგს" სტუმრად ჯერ არ მოუგია, თუმცა 4 ქულა მაინც მოაგროვა. სანტანდერში ამ გუნდის დამარცხება ძნელია და სულ ორჯერ მოახერხეს. დაცვას არა უშავს - 21 გაშვებული ბურთი, ეს ლა ლიგის ნახევარზე მეტზე უკეთესი შედეგია. სამაგიეროდ, 11 გოლი კატასტროფაა, მხოლოდ "გრანადას" აქვს უარესი მაჩვენებელი. 8 ფრე ყველაზე მეტია ლა ლიგაში.
გაფრთხილება: 50
2 ყვითელი ბარათი: 1
წითელი ბარათი: 1
პენალტი (გატ): 1/1
პენალტი (გატ) რასინგის კარში: 1/1
საშუალო დასწრება: 11 700
დარტყმა (ზუსტი): 137 (44)
დარტყმა (ზუსტი) რასინგის კარში: 251 (78)
დარტყმის სიზუსტე: 32,1%
კუთხური: 67
თამაშგარე: 49
ჯარიმა (მათზე): 276 (233)
გოლები
2 ადრიანი, ნაუელპანი, სტუანი
1 ალვარო, აკოსტა, სამპერიო, არანა, მეტოქის ავტოგოლი (სოლდადო, ვალენსია)
საგოლე პასები
3 დიოპი
2 არანა
1 ადრიანი, მუნიტისი, სტუანი, სერანო
გაძევება
1 დიოპი, ნაუელპანი
გაფრთხილება
6 დიოპი
5 ადრიანი
4 არანა, სისმა, მუნიტისი, ალვარო
3 ტონიო, სტუანი
2 ოსმარი, აკოსტა, კრისტიანი, ციოლისი
1 სერანო, ესპინოსა, კოლსა, ბედია, პიკონი
თამაშები
მეკარეები: ტონიო (16 თ), მარიო ფერნანდესი, დანიელ სოტრესი.
მცველები: ალვარო გონსალესი (15), დომინგო სისმა (13), ფრანსის პერესი (12), მარკ ტორეხონი (10), ბერნარდო ესპინოსა (8), კრისტიან ფერნანდესი (8), ოსმარ ბარბა (4), ხოსე პიკონი (2), ბორხა გარსია (1).
ნახევარმცველები: ადრიან გონსალესი (15), მანუელ არანა (15), პაპაკული დიოპი (14), ალექსანდროს ციოლისი (9), ოსკარ სერანო (8), ხაირო სამპერიო (8), გონსალო კოლსა (4), ედუ ბედია (3), კენედი ბაკირჩიოგლუ (2).
თავდამსხმელები: პედრო მუნიტისი (15), კრისტიან სტუანი (13), არიელ ნაუელპანი (10), ლაუტარო აკოსტა (7), მამადუ კონე (6), ხულიან ლუკე (5).
სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა
4-2-3-1: ტონიო - ფრანსისი, ალვარო, ტორეხონი, სისმა - დიოპი, ადრიანი - არანა, აკოსტა, მუნიტისი - სტუანი.
საუკეთესო ფეხბურთელი: პაპაკული დიოპი - 15 თამაში, 3 საგოლე პასი.
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
19. რასინგი 16 2 8 6 11-21 14
თარიღი მეტოქე ანგარიში
27 აგვისტო ვალენსია (გ) 3:4
11 სექტემბერი ლევანტე (შ) 0:0
18 სექტემბერი ატლეტიკო (გ) 0:4
21 სექტემბერი რეალი (შ) 0:0
25 სექტემბერი სპორტინგი (გ) 0:0
1 ოქტომბერი ვალეკანო (შ) 1:1
15 ოქტომბერი რასინგი (გ) 0:3
22 ოქტომბერი ესპანიოლი (შ) 0:1
26 ოქტომბერი სევილია (გ) 2:2
30 ოქტომბერი ბეტისი (შ) 1:0
6 ნოემბერი გრანადა (გ) 0:0
22 ნოემბერი მალაგა (შ) 1:3
27 ნოემბერი მალიორკა (გ) 1:2
3 დეკემბერი ვილიარეალი (შ) 1:0
11 დეკემბერი ბილბაო (შ) 1:1
18 დეკემბერი სოსიედადი (გ) 0:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"