აურზაური მარიოს გამო

AutoSharing Option
ამას წინათ ვწერდით, რომ "რეალმა" თითქმის მიაღწია შეთანხმებას "გრემიოს" 21 წლის მცველ მარიო ფერნანდესთან.

ცნობის გავრცელებას "რეალის" რეაქცია მოყვა - კლუბმა ოფიციალური საიტის მეშვეობით უარყო მარიო ფერნანდესის შესაძლო ტრანსფერი, თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა გამონათქვამი, რომ კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს - "გრემიოს" პრეზიდენტმა პაულო ოდონემ დაადასტურა "რეალის" ინტერესი და ისიც, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებაც გაიმართა.

თავის მხრივ, ბრაზილიური კლუბის ბოსმა აღნიშნა, რომ "გრემიო" მარიო ფერნანდესს არსად არ უშვებს. "დიახ, ნოემბერში გვქონდა საუბარი, მაგრამ ფულს არც კი შევხებივართ, რადგან ჩვენ გვსურს მარიოს
შენარჩუნება და ეს არც თავად ფეხბურთელს უნდა, მარიო ჩვენთან თავს ბრწყინვალედ გრძნობს", - განუცხადა ოდონემ "მარკას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული