რაული ნაკრებში ბრუნდება?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც დავიდ ვილია სერიოზულად დაშავდა (სხვათა შორის, "ელ გუახე" უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან) ესპანელი ფანები უკვე ხმამაღლა ითხოვენ ეროვნულ ნაკრებში რაულის დაბრუნებას.

34 წლის ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია და "შალკეში" 17 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

რაულის ფანებს იმედი ვისენტე დელ ბოსკეს სიტყვებმა ჩაუსახა - ნაკრების 60 წლის თავკაცმა რაულის დაბრუნების შანსი დაუშვა:

"მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. რასაც რაული ბუნდესლიგაში ახერხებს, ფანტასტიკაა. არავისთვის არ დახურულა ნაკრების კარი, არც რაულისთვის. რაც უფრო მოახლოვდება ევრო 2012, საკადრო პრობლემები კიდევ იჩენს თავს, რისკი
დიდია", - განუცხადა "მარკას" დელ ბოსკემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული