დროის მანქანა, კატალონიის დამოუკიდებლობა და... წებო

AutoSharing Option
ესპანეთმა შობა იზეიმა, სპორტულმა მედიამაც გაცილებით მეტი ყურადღება სახალისო თემებს დაუთმო. მაგალითად, Goal.com-მა პრიმერა დივიზიონის კლუბების საშობაო "სურვილები" შემოგვთავაზა.

რა შეიძლება ჩაუთქვას, ესპანური გუნდის თავკაცმა? ჩემპიონთა ლიგის საგზური, ელიტაში ადგილის შენარჩუნება, ტოპ-ტრანსფერი...

წარმოვიდგინოთ, რომ ლა ლიგის გუნდები სუფრას უსხედან და ლათინური ანბანის მიხედვით, თოთოეული თავის სათქმელს ეუბნება სანტას.

ატლეტიკი: ბასკური "პასპორტები" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებისთვის.
ატლეტიკო: ახალი კარმა და ახალი მფლობელებიც.
ბარსელონა: რაც შეიძლება მეტი კლასიკო სეზონში.
ბეტისი: პირველი ხუთი მატჩის იღბლის დაბრუნება.
ესპანიოლი: პაბლო ოსვალდოს კლონი
ხეტაფე: მათ მიერ "ბარსას"
ძლევის DVD.
გრანადა: მეტი ფეხბურთელი იჯარით... "უდინეზედან".
ლევანტე: საკუთარი თავის გამეორება.
მალაგა: კარგი წებო, რომელიც გუნდის ძვირადღირებულ ნაწილებს ერთიან ორგანიზმად შეაერთებს.
მალიორკა: მახაჭყალის "ანჟიმ" შეიძინოს კლუბი, გადმოვიდეს ბალეარებზე და ასე დააბრუნოს პალმაში სამუელ ეტოო.
ოსასუნა: ახალი კონტრაქტი ხოსე ლუის მენდილიბარს, რომელმაც სასაცილო ბიუჯეტით ჯადოქრობა ჩაიდინა.
რასინგი: ის ფული, რომელიც კლუბს ჯერ კიდევ შარშან შეპირდა ინდოელი "ბიზნესმენი" ალი საიედი.
რაიო ვალეკანო: ხელფასი საახალწლოდ.
რეალი: კატალონიის დამოუკიდებლობა, მხოლოდ ასე ხდება "რეალი" ჩემპიონი.
რეალ სოსიედადი: ბევრი ინიგო მარტინესი და გოლები საკუთარი ნახევრიდან.
სევილია: ქვეყნის ხელისუფალის შეწყალება პრეზიდენტ ხოსე მარია დელ ნიდოს.
სპორტინგი: "ბარსელონამ" უკან იყიდოს მცველი ალბერტო ბოტია.
ვალენსია: ჯადოქრული რეალიზმი, როცა ტოპ 2-ში შეღწევა იმდენად რეალური იქნება, რომ ოცნებაც შეიძლება.
ვილიარეალი: დროის მანქანა, რომელიც გუნდს 1-2 წლით უკან გადაისვრის, როცა "ელ სუბმარინო" ტოპ-გუნდებს უმკლავდებოდა.
სარაგოსა: მესია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული