"სპორტინგი" - მითიური სტაბილურობა, რეალური კრიზისი

AutoSharing Option
მანოლო პრესიადოს გუნდი უცნობ ოკეანეში გასული კანჯოსავით ტორტმანებდა სეზონის პირველ ნახევარში. ჯერ იყო სრული კრიზისი - 8 ტურის შემდეგ "სპორტინგს" 1 ქულა ჰქონდა და ყველა ასტურიელთა გავარდნაზე ლაპარაკობდა, თუმცა ამას მოჰყვა ხუთ-მატჩიანი წაუგებელი სერია.

ხიხონელებმა თვალში გამოიხედეს და... "ლევანტესგან" ალიყურიც მიიღეს, ვალენსიელებმა მეტოქე 4:0 გაანადგურეს.

მოკლედ, პრესიადოს და მისი გუნდის მცდელობის მიუხედავად, საშობაო არდადეგებზე "სპორტინგი" გასავარდნ ზონაში გავიდა.

რას ვწერდით აგვისტოში
"სპორტინგში" კრიზისი წარსულს ჩაბარდა, გუნდი დასტაბილურდა, ხიხონელები აქტიურად უჭერენ მხარს თავის საყვარელ გუნდს. ყველა პირობაა შექმნილი, რომ "სპორტინგმა" მეტისთვის
იბრძოლოს, ვიდრე პრიმერაში დარჩენაა.

წინასასეზონო მატჩებში ხიხონელები კარგად გამოიყურებიან და უკვე გაისმის ისეთი ოპტიმისტური ფრაზები, სადაც სიტყვა "ევროთასებია" ნახსენები. მანუელ ვეგა-არანგო კი რეალისტია და მას შარშანდელი მე-10 ადგილიც დააკმაყოფილებს", - ეს ფრაზა ჩვენი წინასასეზონო სტატიიდან მოვიყვანეთ.

შევმცდარვართ, სტაბილურობისა გუნდს არაფერი სცხია და რომელ ევროთასებზეა ლაპარაკი, როცა ხიხონელები გასავარდნ ზონაში არიან. დიდ იმედებს ამყარებდნენ "ტენერიფედან" გადმოსულ რიკარდო ლეონზე, ამაოდ. როგორც ჩანს, დიეგო კასტროს შემცვლელი "სპორტინგმა" ვერ მონახა.

სტატისტიკური მონაგარი
პრესიადო მხოლოდ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას იყენებდა, სხვისკენ არც გაუხედავს. ბურთების შეფარდება - მინუს 11 - ლა ლიგაში ყველაზე ცუდია, თუ წყალწაღებულ "სარაგოსას" არ ჩავთვლით. "სპორტინგის" მცველები იმუქრებოდნენ, რომ ასტურიელებს დაცვაში პრობლემები არ ექნებოდათ და რა მივიღეთ? გუნდმა 27 გოლი გაუშვა, მხოლოდ "სარაგოსამ" და "ოსასუნამ" მიიღეს მეტი. 16 გოლიც ცუდი მაჩვენებელია. "სპორტინგზე" მეტი მხოლოდ იმავე "სარაგოსამ" წააგო. მოკლედ, რომელი კუთხიდან არ უნდა შევხედოთ, საქმე გვაქვს გამოკვეთილ აუტსაიდერთან და გავარდნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატთან. ერთი ეგაა, სხვა აუტსაიდერებისგან განსხვავებით, რომ "სპორტინგი" ერთნაირად თამაშობს შინ და გარეთ, მაგრამ ერთნაირად ცუდად...

თ მ ფ წ ბ ქ
18. სპორტინგი 16 4 3 9 16-27 15

თარიღი მეტოქე ანგარიში
27 აგვისტო სოსიედადი (შ) 1:2
11 სექტემბერი ოსასუნა (გ) 1:2
17 სექტემბერი ვალენსია (შ) 0:1
21 სექტემბერი ატლეტიკო (გ) 0:4
25 სექტემბერი რასინგი (შ) 0:0
2 ოქტომბერი ბარსელონა (შ) 0:1
17 ოქტომბერი სევილია (გ) 1:2
22 ოქტომბერი გრანადა (შ) 2:0
27 ოქტომბერი მალიორკა (გ) 2:1
30 ოქტომბერი ბილბაო (შ) 1:1
6 ნოემბერი სარაგოსა (გ) 2:2
20 ნოემბერი ხეტაფე (შ) 2:1
27 ნოემბერი ლევანტე (გ) 0:4
3 დეკემბერი რეალი (შ) 0:3
11 დეკემბერი ვალეკანო (გ) 3:1
17 დეკემბერი ესპანიოლი (შ) 1:2

გაფრთხილება: 38
2 ყვითელი ბარათი: 2
წითელი ბარათი: 0
პენალტი (გატ): 1/1
პენალტი (გატ) სპორტინგის კარში: 0/0
საშუალო დასწრება: 21 500
დარტყმა (ზუსტი): 198 (62)
დარტყმა (ზუსტი) სპორტინგის კარში: 235 (86)
დარტყმის სიზუსტე: 31,3%
კუთხური: 83
თამაშგარე: 29
ჯარიმა (მათზე): 236 (244)

გოლები
7 ბარალი
3 ნაჩო ნოვო
2 ბილიჩი
1 დე ლას კუევასი, ანდრე კაშტრო, ტრეხო, მეტოქის ავტოგოლი (ჟოაო ვიქტორი, მალიორკა)

საგოლე პასები
3 დე ლას კუევასი
1 სუარესი, ბარალი, ბილიჩი, ანდრე კაშტრო, ლორა

გაძევება
1 ლორა, ეგურენი

გაფრთხილება
4 ბოტია, ბარალი
3 ეგურენი, დე ლას კუევასი, ანდრე კაშტრო, ნაჩო კასესი
2 ლორა, ტრეხო, რივერა, სუარესი, ნაჩო ნოვო, კანელია
1 ალვარესი, კარმელო, აიოსე, სანგოი, ერნანდესი

თამაშები
მეკარები: ხუან პაბლო (15 თ), პიჩუ კუელიარი (1).
მცველები: ალბერტო ბოტია (15), რობერტო კანელია (15), ივან ერნანდესი (13), დამიან სუარესი (10), ალბერტო ლორა (10), გრეგორი არნოლინი (7), პედრო ორფილა.
ნახევარმცველები: მიგელ დე ლას კუევასი (16), ალბერტო რივერა (15), ოსკარ ტრეხო (15), ანდრე კაშტრო (15), სებასტიან ეგურენი (10), ნაჩო კასესი (8), აიოსე გარსია (6), სერხიო ალვარესი (5), ლუის მორანი (4), კარმელო ხიმენესი (3), რიკარდო ლეონი (1).
თავდამსხმელები: დავიდ ბარალი (15), მატე ბილიჩი (9), ნაჩო ნოვო (8), გასტონ სანგოი (7).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა
4-2-3-1: ხუან პაბლო - ლორა, ბოტია, ერნანდესი, კანელია - რივერა, ანდრე კაშტრო - ტრეხო, ნაჩო კასესი, დე ლას კუევასი - ბარალი.

საუკეთესო ფეხბურთელი
ანდრე კაშტრო (პორტუგალია) - 15 თამაში, 1 გოლი, 1 საგოლე პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული