"ვილიარეალი" - ტორპედო წყალქვეშა ნავის გულში

AutoSharing Option
დაცემაც ასეთი უნდა - ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ლა ლიგაში ერთ, ძალიან სუსტ, უამბიციო და უსისტემო გუნდად იქცა. საშობაოდ კი ვალენსიური კლუბი ხუან კარლოს გარიდოსაც გამოეთხოვა, არცთუ ურიგო მწვრთნელს, რომელსაც აწყობილი მექანიზმი ნაწილებად დაეშალა.

არის ერთი ობიექტური წინაპირობა, რის გამოც "ვილიარეალს" გაუჭირდა, შეტევის ვარკვლავური წყვილი, იტალიელი ჯუზეპე როსი და ბრაზილიელი ნილმარი, ორივეს სერიოზული ტრავმების გამო, ამ სეზონში თითქმის არ ყოფილა.

რას ვწერდით აგვისტოში
განსაკუთრებით გვაინტერესებდა, რას ვწერდით აგვისტოში "ელ სუბმარინოს" შანსებზე. აი, რას ვამბობდით მაშინ: "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე
იასპარეზებს, კლუბის ფინანსების გათვალისწინებით "ელ სუბმარინოსთვის" სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ლიგის საგზური საგაისოდაც მოიპოვოს. ეს არის "ვილიარეალის" მიზანიც. აი, რამდენად შეძლებენ ვალენსიელები ამას, სხვა საკითხია. სიმართლე გითხრათ, პესიმისტურად ვართ განწყობილნი".

მოკლედ, "ვილიარეალის" ამბიციებისა არ გვჯეროდა, თუმცა ასეთ დაცემასაც ვერ წარმოვიდგენდით.

სტატისტიკური მონაგარი
ხუან კარლოს გარიდო, უმთავრესად ტრავმების გამო, მუდმივ ძიებაში იყო. 4-4-2-ის კარგი შემსრულებლები არ ჰყავდა (ნილმარი და როსი დაიმტვრნენ). ამიტომ, მწვრთნელმა რა აღარ სცადა, ყველაზე ხშირად კი მაინც 4-2-3-1 სისტემა (6 მატჩში), 5 მატჩში მან 4-3-1-2 გამოიყენა. ბურთების სხვაობა - მინუს 10 - მხოლოდ სამი გუნდისას სჯობს, 13 გოლი კატასტროფულია (უკეთესია "რასინგზე" და "გრანადაზე"), დაცვას შედარებით არა უშავდა - 23 მიღებული ბურთი. "ელ სუბმარინომ" სულ სამი მატჩი მოიგო, ეს კი მე-18 შედეგია. გუნდმა სტუმრად მეტი მატჩი გამართა, ვიდრე შინ - 9 7-ის წინააღმდეგ, 9-დან მან მხოლოდ 3 ქულა აიღო - "ვილიარეალი" საშინლად თამაშობს სტუმრად.

თ მ ფ წ ბ ქ
17. ვილიარეალი 16 3 6 7 13-23 15

თარიღი მეტოქე ანგარიში
29 აგვისტო ბარსელონა (გ) 0:5
10 სექტემბერი სევილია (შ) 2:2
17 სექტემბერი გრანადა (გ) 0:1
21 სექტემბერი მალიორკა (შ) 2:0
24 სექტემბერი ბილბაო (გ) 1:1
1 ოქტომბერი სარაგოსა (შ) 2:2
15 ოქტომბერი ხეტაფე (გ) 0:0
24 ოქტომბერი ლევანტე (შ) 0:3
27 ოქტომბერი რეალი (გ) 0:3
29 ოქტომბერი ვალეკანო (შ) 2:0
6 ნოემბერი ესპანიოლი (გ) 0:0
19 ნოემბერი ბეტისი (შ) 1:0
29 ნოემბერი მალაგა (გ) 1:2
3 დეკემბერი რასინგი (გ) 0:1
11 დეკემბერი სოსიედადი (შ) 1:1
18 დეკემბერი ოსასუნა (გ) 1:2

გაფრთხილება: 42
2 ყვითელი ბარათი: 0
წითელი ბარათი: 1
პენალტი (გატ): 4/2
პენალტი (გატ) ვილიარეალის კარში: 1/0
საშუალო დასწრება: 16 400
დარტყმა (ზუსტი): 194 (77)
დარტყმა (ზუსტი) ვილიარეალის კარში: 194 (67)
დარტყმის სიზუსტე: 39,7%
კუთხური: 68
თამაშგარე: 50
ჯარიმა (მათზე): 208 (265)

გოლები
4 მ. რუბენი
3 როსი
2 ბ. ვალერო, ნილმარი
1 ბრუნო, პერესი

საგოლე პასები
3 ბ. ვალერო
1 ხოსელუ, სენა, კანი, მარჩენა, საპატა, კატალა, რუბენი

გაძევება
1 დ. ლოპესი

გაფრთხილება
5 მუსაჩიო, მ. რუბენი
4 ბრუნო, კატალა
3 გონსალო, როსი, დე გუზმანი
2 დ. ლოპესი, საპატა, მარჩენა, ბ. ვალერო
1 ა. ლოპესი, ვაკასო, პერესი, კამუნიასი, სანჩესი, ხ. ორიოლი, გასპარი

თამაშები
მეკარეები: დიეგო ლოპესი (15 თ), სესარ სანჩესი (2), დიეგო მარინო
მცველები: მატეო მუსაჩიო (13), გონსალო როდრიგესი (13), მარიო გასპარი (12), კრისტიან საპატა (11), ხოსე მანუელ კატალა (10), ხოან ორიოლი (8), კარლოს მარჩენა (6), ანხელ ლოპესი (4), ფლორიან ლეჟუანი (1).
ნახევარმცველები: ბრუნო სორიანო (16), ბორხა ვალერო (16), ჯონათან დე გუზმანი (14), რუბენ კანი (13), მარკოს სენა (11), ხავიერ კამუნიასი (10), ერნან პერესი (8), ვაკასო მუბარაკი (2), მოისეს გომესი (2), გონსალო კასტელანი (1), მარკოს გულონი, მანუ ტრიგუეროსი.
თავდამსხმელები: მარკო რუბენი (13), ჯუზეპე როსი (9), ნილმარი (7), ხოსელუ მორენო (5), ხერარდ ბორდასი (2).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა
4-2-3-1: დიეგო ლოპესი - გასპარი, მუსაჩიო, გონსალო, კატალა - ბრუნო, სენა - ბორხა ვალერო, დე გუზმანი, კანი - მ. რუბენი.

საუკეთესო ფეხბურთელი
ბორხა ვალერო - 16 თამაში, 2 გოლი, 3 საგოლე პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული