პედრო: ჩემს გუნდურ მიღწევებს მხოლოდ ევროპის ჩემპიონობა აკლია

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, პედრო როდრიგესმა ისაუბრა, თუ რომელი ჯილდოს მოგება სურს და ასევე მადრიდის "რეალი" შეაქო.

"შესაძლოა "რეალთან" თამაში სხვა ტურნირებშიც მოგვიწიოს. მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერია. მოდით, მოვლენებს ნუ გადავუსწრებთ, ყველაფერი წინაა.

იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე წავალ. ჩემს გუნდურ მიღწევებს მხოლოდ ევროპის ჩემპიონობა აკლია", - განაცხადა პედრომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში პედრომ ესპანეთის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული