როგორც ირკვევა, ფეხბურთელს საკუთარ კონტრაქტში მართლაც აქვს პუნქტი "ბარსელონას" მიერ გამოსყიდვის შესახებ. უფრო მეტიც, მსოფლიოს უძლიერეს კლუბთან ნეიმარის გარიგების საკითხი უკვე შეთანხმებულია: თავდამსხმელი ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით. ნეიმარი წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს.
არსებობს ინფორმაცია, რომ ბოლო მომენტამდე "ბარსელონას" ნეიმარს "ჩელსი" ეცილებოდა, მაგრამ ბრაზილიურმა კლუბმა ლონდონელები უარით გაისტუმრა.