"რაიო ვალეკანო" - ამაყი მათხოვარი

AutoSharing Option
ელიტაში დაბრუნებულმა "ელვებმა" არცთუ ურიგოდ დაიწყეს სეზონი, მაგრამ წლის ბოლომდე ვერ მიატანეს, ბოლო 4 ტურია, რაც "რაიო ვალეკანო" მარცხდება.

ძალიან ცუდად მოქმედებს გუნდის შედეგებზე, კლუბის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა.

რას ვწერდით აგვისტოში
"ელვების" თავკაცი ხოსე რამონ სანდოვალი სეზონის წინ ამბობდა, რომ, მართალია, ბიუჯეტით სხვა კლუბებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ მსაჯის სასტვენის ჩაბერვის შემდეგ მოედანზე ყველანი ერთნი ვართო. მოკლედ, ჩვენც მივიჩნევდით, რომ "რაიო ვალეკანო" თავდადების, ერთგული გულშემატკივრისა და შეკრული კოლექტივის ხარჯზე შეინარჩუნებდა ადგილს მზის ქვეშ - უჭირს, მაგრამ მადრიდული კლუბი ჯერჯერობით ასრულებს.

სტატისტიკური
მონაგარი

"რაიო ვალეკანომ" სტუმრად უფრო მეტი ქულა მოიპოვა, ვიდრე შინ - 9 7-ის წინააღმდეგ, თუმცა გუნდმა სტუმრად მეტი თამაში გამართა. ერთია, გუნდმა ძალიან ბევრი წააგო - 8 შეხვედრა. ეს კი პრიმერაში მხოლოდ სამი გუნდის შედეგს სჯობს. გოლთა ოდენობით, ბურთების სხვაობის მიხედვით, გუნდი სამართლიანად იკავებს მე-16 ადგილს.

სანდოვალმა ძირითადად 4-2-3-1 სქემით ითამაშა, აი, "ბარსელონასთან" "კამპ ნოუზე", რაღაც საოცრება ჩაიდინა - 3-4-2-1, პირობითად ასე ვუწოდეთ ამ სისტემას, ოღონდ არ გეგონოთ "ელვებმა" სამი მცველით გაბედეს, მათ წინაც, 4 ფეხბურთელი ფაქტობრივად დაცვით ფუნქციებს ასრულებდა. მაგრამ "ნოუ ჰაუმ" მადრიდელებს არ უშველა, "კამპ ნოუზე" 0:4 დამარცხდა.

გაფრთხილება: 51
2 ყვითელი ბარათი: 0
წითელი ბარათი: 1
პენალტი (გატ): 4/2
პენალტი (გატ) ვალეკანოს კარში: 3/2
საშუალო დასწრება: 10 400
დარტყმა (ზუსტი): 200 (75)
დარტყმა (ზუსტი) ვალეკანოს კარში: 178 (72)
დარტყმის სიზუსტე: 37,5%
კუთხური: 86
თამაშგარე: 52
ჯარიმა (მათზე): 251 (218)

გოლები
6 მიჩუ
4 ტამუდო
1 ლ. ბანგურა, ბოტელიო, მოვილია, ტრაშორასი, პიტი, კოკე, მეტოქის ავტოგოლი (გაბი, ატლეტიკო)

საგოლე პასები
3 ბანგურა
1 ტრაშორასი, ბოტელიო, პიტი, არიბასი, მოვილია

გაძევება
1 ბოტელიო

გაფრთხილება
8 არიბასი
6 ხორდი, კასადო, ტიტო
5 ფუეგო
4 ბოტელიო, მიჩუ
3 ბანგურა, პიტი
2 დელიბაშიჩი
1 ტამუდო, რაფა, მოვილია, ხიმენესი

თამაშები
მეკარეები: დავიდ კობენიო (9 თ), დანი ხიმენესი (7), ისმაელ ხილი.
მცველები: ხორდი ფიგუერასი (15), ტიტო ტრიგუერო (15), ხოსე მანუელ კასადო (14), ალეხანდრო არიბასი (14), მიკელ ლაბაკა (4), რაულ ბრავო (1), სუელტონ პერეირა.
ნახევარმცველები: ხოსე მოვილია (16), მიგელ პერეს "მიჩუ" (16), ხავი ფუეგო (15), პედრო ბოტელიო (11), რობერტო ტრაშორასი (9), რაფა გარსია (4), მიჩელ მუნიოსი (4), ნესტორ სუსაეტა (2).
თავდამსხმელები: ფრანსისკო მედინა "პიტი" (16), ლასანე ბანგურა (14), რაულ ტამუდო (14), ანდრია დელიბაშიჩი (10), დანი პაჩეკო (8), სერხიო კონტრერას "კოკე" (5), რაიკო გარსია (1), ალბერტო პერეა.


სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა
4-2-3-1: კობენიო - ტიტო, ხორდი, არიბასი, კასადო - ხავი ფუეგო, მოვილია - ბანგურა, მიჩუ, პიტი - ტამუდო.
საუკეთესო ფეხბურთელი: მიჩუ - 16 თამაში, 6 გოლი.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
16. ვალეკანო 16 4 4 8 17-25 16

თარიღი                მეტოქე                ანგარიში
28 აგვისტო          ბილბაო (გ)               1:1
11 სექტემბერი     სარაგოსა (შ)            0:0
18 სექტემბერი     ხეტაფე (გ)               1:0
21 სექტემბერი     ლევანტე (შ)            1:2
24 სექტემბერი     რეალი (გ)                2:6
1 ოქტომბერი       რასინგი (გ)              1:1
16 ოქტომბერი     ესპანიოლი (შ)          0:1
23 ოქტომბერი     ბეტისი (გ)                2:0
26 ოქტომბერი     მალაგა (შ)                2:0
29 ოქტომბერი     ვილიარეალი (გ)       0:2
6 ნოემბერი         სოსიედადი (შ)         4:0
20 ნოემბერი       ოსასუნა (გ)               0:0
26 ნოემბერი       ვალენსია (შ)             1:2
30 ნოემბერი       ბარსელონა (გ)          0:4
4 დეკემბერი       ატლეტიკო (გ)           1:3
11 დეკემბერი      სპორტინგი (შ)         1:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული