"რეალ სოსიედადი" - ახალგაზრდული და ამბიციური, მაგრამ...

AutoSharing Option
დაიწყო ბასკურმა გუნდმა გადასარევად - პირველ საგარეო გამარჯვებას მოჰყვა თრილერი "ანოეტაზე" ჩემპიონ "ბარსელონასთან", რომელიც 2:2 დასრულდა. თუმცა შემდეგ იყო ძალიან ხანგრძლივი ჩავარდნა - 8-მატჩიანი მოუგებელი სერია (2 ფრე, 6 წაგება). წლის ბოლოსკენ სან სებასტიანელები ისევ გამოცოცხლდნენ.

რას ვწერდით აგვისტოში
შარშან "რეალ სოსიედადი" I წრის მერე მე-11 იყო და მერედამერე მაინც დარჩენისთვის ბრძოლა მოუწია. თუკი შევადრით სეზონებს, ახლანდელი უარესია, გუნდს უკვე ნათლად ჩამოუყალიბდა მიზანი - გავარდნისგან თავის აცილება და არაფერი სხვა საინტერესო.

ამბობენ, ფილიპ მონტანიეს მუშაობით უკმაყოფილონი არიანო, თუმცა ეს სპეციალისტი
ჯერჯერობით ინარჩუნებს პოსტს. აგვისტოში ჩვენ "სოსიედადს" ცხრილის შუაში დამკვიდრება დავუსახეთ, ბასკები ჯერჯერობით ვერ ყოჩაღობენ.

სხვათა შორის, ბევრ რამეში ვიყავით მართალი, თავად განსაჯეთ: "ასეთი პასიური სატრანსფერო პოლიტიკის გადამკიდე, მეტზე ოცნებას და ღრუბლებში ფრენას რა აზრი აქვს? ახალგაზრდებმა შესაბამისი გამოცდილება უნდა მიიღონ, აი, შემდეგ სეზონში კი... როგორც წესი, "რეალ სოსიედადი" თავიდან აგროვებს ხოლმე ქულებს, თუმცა ახლა ეს გაუჭირდება, რადგან თავიდან ბასკებს ძლიერ მეტოქეებთან უწევთ ჭიდილი".

სტატისტიკური მონაგარი
ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი ჯიუტად მიუთითებს, რომ ახალგაზრდულ და ამბიციურ ბასკურ გუნდს სამართლიანად უკავია მე-16 ადგილი პრიმერაში.

გაფრთხილება: 37
2 ყვითელი ბარათი: 2
წითელი ბარათი: 2
პენალტი (გატ): 1/0
პენალტი (გატ) სოსიედადის კარში: 2/2
საშუალო დასწრება: 25 500
დარტყმა (ზუსტი): 184 (53)
დარტყმა (ზუსტი) სოსიედადის კარში: 227 (81)
დარტყმის სიზუსტე: 28,8%
კუთხური: 68
თამაშგარე: 35
ჯარიმა (მათზე): 194 (246)

გოლები
5 აგირეჩე
3 ინიგო მარტინესი
2 ესტრადა, ველა
1 იფრანი, არანბურუ, გრიზმანი, მეტოქის ავტოგოლი (დემიკელისი, მალაგა)

საგოლე პასები
3 ველა
2 აგირეჩე, ჩაბი პრიეტო, კ. მარტინესი, გრიზმანი

გაძევება
2 ი. მარტინესი
1 კ. მარტინესი, ელუსტონდო

გაფრთხილება
5 ი. მარტინესი
4 გრიზმანი
3 კადამურო, ილარამენდი, ზურუტუზა
2 კ. მარტინესი, მიკელი, დე ლა ბელა, არანბურუ, იფრანი, ესტრადა
1 ანსოტეგი, ბერგარა, ხ. ლორენტე, მარიგა, აგირეჩე, ბრავო, დემიდოვი

თამაშები
მეკარეები: კლაუდიო ბრავო (16), ტონიო რამირესი, ენაუტ ზუბიკარაი.
მცველები: ინიგო მარტინესი (15), კარლოს მარტინესი (14), დანი ესტრადა (12), ვადიმ დემიდოვი (12), მიკელ გონსალესი (11), ალბერტო დე ლა ბელა (10), ლასინე კადამურო (7), იონ ანსოტეგი (1).
ნახევარმცველები: დავიდ ზურუტუზა (14), ჩაბი პრიეტო (13), მაკდონალდ მარიგა (13), მიკელ არანბურუ (11), ასიერ ილარამენდი (8), რუბენ პარდო (4), მარკელ ბერგარა (3), გორკა ელუსტონდო (3), ჯეფრი სარპონგი (3).
თავდამსხმელები: იმანოლ აგირეჩე (14), ანტუან გრიზმანი (14), კარლოს ველა (13), დიეგო იფრანი (6), ხოსება ლორენტე (5).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა
4-2-3-1: ბრავო - კ. მარტინესი, ი. მარტინესი, დემიდოვი, დე ლა ბელა - არანბურუ, მარიგა - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი - აგირეჩე.
საუკეთესო ფეხბურთელი: ინიგო მარტინესი - 15 თამაში, 3 გოლი

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
16. სოსიედადი 16 4 5 7 16-23 17

თარიღი                 მეტოქე              ანგარიში
27 აგვისტო           სპორტინგი (გ)       2:1
10 სექტემბერი      ბარსელონა (შ)      2:2
18 სექტემბერი      სევილია (გ)          0:1
20 სექტემბერი      გრანადა (შ)          1:0
25 სექტემბერი      მალიორკა (გ)        1:2
2 ოქტომბერი         ბილბაო (შ)           1:2
16 ოქტომბერი       სარაგოსა (გ)         0:2
23 ოქტომბერი       ხეტაფე (შ)            0:0
26 ოქტომბერი       ლევანტე (გ)         2:3
30 ოქტომბერი       რეალი (შ)             0:1
6 ნოემბერი           ვალეკანო (გ)         0:4
20 ნოემბერი         ესპანიოლი (შ)       0:0
27 ნოემბერი         ბეტისი (გ)            3:2
4 დეკემბერი         მალაგა (შ)            3:2
11 დეკემბერი       ვილიარეალი (გ)    1:1
18 დეკემბერი       რასინგი (გ)           0:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული