ბილბაოს "ატლეტიკს" იმედი აქვს, რომ ფეხბურთელი გუნდში დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ფორვარდის გადაბირების სურვილი ინგლისურ კლუბებს აქვთ.
ლორენტეს სახელს "ტოტენჰემს", "ლივერპულსა" და "ჩელსის" უკავშირებენ. თავად ესპანელს კონტრაქტი კლუბთან კიდევ 18 თვე აკავშირებს.
"დარწმუნებულები ვართ, რომ ფერნანდო ჩვენთან დარჩება. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის", - განაცხადა ბასკური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ხოსე მარია ამორორტუმ.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით