რონალდო: მე მსოფლიოს ნებისმიერ ლიგასთან შეგუება შემიძლია

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ აღიარა, რომ მისთვის ესპანური ფეხბურთი უფრო ახლობელია, ვიდრე ინგლისური.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის პორტუგალიელი ვარსკლავი მადრიდულ კლუბში გადასვლამდე ექვსი წელი "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.

"თამაში პორტუგალიის ჩემპიონატში დავიწყე, მაგრამ ფეხბურთის საფუძვლები და დისციპლინა ინგლისში შევისწავლე. ესპანურ ლა ლიგას მსოფლიოში საუკეთესოდ მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წელი ინგლისში გავატარე. აქ აქცენტი ტექნიკურ მონაცემებსა და ინდივიდუალურ თვისებებზე კეთდება.

მე ის მოთამაშე ვარ, რომელსაც ნებისმიერ ლიგასთან შეგუება შეუძლია. თუმცა ბედნიერი ვარ, რომ "რეალში" ვთამაშობ. ჯერჯერობით არ ვფიქრობ, სად შეიძლება აღმოვჩნდე
"რეალის" შემდეგ. ესპანეთში ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ", - აღნიშნა პორტუგალიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული