შეგახსენებთ, რომ 26 წლის პორტუგალიელი ვარსკლავი მადრიდულ კლუბში გადასვლამდე ექვსი წელი "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.
"თამაში პორტუგალიის ჩემპიონატში დავიწყე, მაგრამ ფეხბურთის საფუძვლები და დისციპლინა ინგლისში შევისწავლე. ესპანურ ლა ლიგას მსოფლიოში საუკეთესოდ მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წელი ინგლისში გავატარე. აქ აქცენტი ტექნიკურ მონაცემებსა და ინდივიდუალურ თვისებებზე კეთდება.
მე ის მოთამაშე ვარ, რომელსაც ნებისმიერ ლიგასთან შეგუება შეუძლია. თუმცა ბედნიერი ვარ, რომ "რეალში" ვთამაშობ. ჯერჯერობით არ ვფიქრობ, სად შეიძლება აღმოვჩნდე