"ხეტაფე" - ჩაფლავებული არაბული ნახტომი

AutoSharing Option
ესპანეთი. ლა ლიგა. სეზონის შეჯამება
თ მ ფ წ ბ ქ
12. ხეტაფე 16 5 4 7 17-23 19

თარიღი მეტოქე ანგარიში
28 აგვისტო ლევანტე (შ) 1:1
10 სექტემბერი რეალი (გ) 2:4
18 სექტემბერი ვალეკანო (შ) 0:1
22 სექტემბერი ესპანიოლი (გ) 0:1
26 სექტემბერი ბეტისი (შ) 1:0
2 ოქტომბერი მალაგა (გ) 2:3
15 ოქტომბერი ვილიარეალი (შ) 0:0
23 ოქტომბერი სოსიედადი (გ) 0:0
26 ოქტომბერი ოსასუნა (შ) 2:2
29 ოქტომბერი ვალენსია (გ) 1:3
7 ნოემბერი ატლეტიკო (შ) 3:2
20 ნოემბერი სპორტინგი (გ) 1:2
27 ნოემბერი ბარსელონა (შ) 1:0
6 დეკემბერი სევილია (გ) 0:3
11 დეკემბერი გრანადა (შ) 1:0
17 დეკემბერი მალიორკა (გ) 2:1

სეზონის წინ მადრიდის გარეუბანის გუნდის ისტორიაში ღირშესანიშნავი რამ მოხდა - კლუბი "როიალ ემირეიტს კომპანიმ" შეიძინა. ეს კი, მოგეხსენებათ, დალხენილ აწყმოსა და კარგი ფეხბურთელებით
გაძლიერებას ნიშნავს.

მაშინ, როცა მეზობელი "რაიო ვალეკანო" ხელფასიდან ხელფასამდე არც თუ იოლად გადის, "ხეტაფეში" ყველაფერი მაღალ დონეზეა, თუმცა ლუის გარსიას გუნდს ჯერაც ბევრი უკლია ძლიერ, კონკურენტუნარიან კლუბამდე. მართალია, "ხეტაფე" მე-12 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს.

რას ვწერდით აგვისტოში
ლუის გარსია ამბობდა, რომ ესპანეთში 2 ძალიან კარგი და 6 კარგი გუნდია, "ხეტაფე" კი ამათ შემდეგ უნდა იყოსო. მწვრთნელი არც ოცნებას ერიდებოდა, ვინ იცის, იქნებ, მეტიც შევძლოთო. ჩვენ "ხეტაფესგან" სიურპრიზს და ცხრილის ზედა ნახევარში დამკვიდრებას ველოდით, ჯერჯერობით ეს მადრიდულ კლუბს არ გამოსდის, თუმცა მიზნამდე შორს არაა.

სტატისტიკური მონაგარი
"ხეტაფეს" სტატისტიკას რომ შეხედოთ, უჩვეულოს ვერაფერს აღმოაჩენთ - ყველაფერი ისეა, როგორც ცხრილის შუაში მყოფ გუნდს "ეკადრება". თუ არ ჩავთვლით ერთ "დეტალს", რომელიც ესპანეთში ბევრი გუნდის ნაკლია - "ხეტაფე" სტუმრად ცუდად თამაშობს - სულ 4 ქულა 19-დან. ლუის გარსიას გუნდმა სტუმრად ძალიან ბევრი გოლი (17) გაუშვა. შინ კი "ხეტაფემ" მხოლოდ ერთი მატჩი წააგო - დერბი ღატაკ "რაიო ვალეკანოსთან".

გაფრთხილება: 64
2 ყვითელი ბარათი: 2
წითელი ბარათი: 1
პენალტი (გატ): 1/1
პენალტი (გატ) ხეტაფეს კარში: 2/2
საშუალო დასწრება: 9 700
დარტყმა (ზუსტი): 156 (46)
დარტყმა (ზუსტი) ხეტაფეს კარში: 218 (80)
დარტყმის სიზუსტე: 29,5%
კუთხური: 51
თამაშგარე: 45
ჯარიმა (მათზე): 251 (229)

გოლები
5 მიკუ
3 დ. კასტრო, ბარადა
2 გუისა
1 კასკერო, პედრო ლეონი, მიჩელი, ვალერა

საგოლე პასები
2 გუისა
1 ბარადა, რიოსი, მიჩელი, ვალერა, სარაბია, ტორესი, მიკუ, ლასენი

გაძევება
1 ლოპო, ლასენი, ბარადა

გაფრთხილება
7 ტორესი
5 ლოპო, ვალერა, კასტრო, პერესი
4 ლასენი, რიოსი, მიჩელი
3 როდრიგესი, სარაბია, კასკერო
2 გუისა, მასილელა, მანე, პედრო ლეონი, რაფა
1 დიასი, მოია

თამაშები
მეკარეები: მიგელ ანხელ მოია (14 თ), ხორდი კოდინა (2), ტომეუ ნადალი.
მცველები: დანიელ "კატა" დიასი (16), ხუან ვალერა (14), ალბერტო ლოპო (12), მიგელ ტორესი (11), ხოსე "მანე" ხიმენესი (9), ცეპო მასილელა (5), რაფა ლოპესი (5), მიკელანჯელო ალბერტაცი.
ნახევარმცველები: მეჰდი ლასენი (15), აბდელაზიზ ბარადა (13), დიეგო კასტრო (12), პედრო რიოსი (12), პაბლო სარაბია (11), მიჩელ მადერა (9), ხუან როდრიგესი (8), ფრანსისკო კასკერო (8), რუბენ პერესი (8), პედრო ლეონი (4), ხაიმე გავილანი (1), ალბერტო ოლივა, პედრო მოსკერა.
თავდამსხმელები: ნიკოლას ფედორ "მიკუ" (16), დანიელ გუისა (14), ადრიან კოლუნგა (4).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა
4-2-3-1: მოია - ვალერა, კატა დიასი, ლოპო, მანე - ლასენი, კასკერო - რიოსი, ბარადა, დ. კასტრო - მიკუ.

საუკეთესო ფეხბურთელი: მიკუ (კოლუმბია) - 16 თამაში, 5 გოლი, 1 საგოლე პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული