"ბეტისი": უჩვეულო ოდისეა

AutoSharing Option
ესპანეთი. ლა ლიგა. სეზონის შეჯამება

თ მ ფ წ ბ ქ
11. ბეტისი 16 6 1 9 17-22 19

თარიღი მეტოქე ანგარიში
28 აგვისტო გრანადა (გ) 1:0
11 სექტემბერი მალიორკა (შ) 1:0
19 სექტემბერი ბილბაო (გ) 3:2
23 სექტემბერი სარაგოსა (შ) 4:3
26 სექტემბერი ხეტაფე (გ) 0:1
2 ოქტომბერი ლევანტე (შ) 0:1
15 ოქტომბერი რეალი (გ) 1:4
23 ოქტომბერი ვალეკანო (შ) 0:2
27 ოქტომბერი ესპანიოლი (გ) 0:1
30 ოქტომბერი რასინგი (გ) 0:1
5 ნოემბერი მალაგა (შ) 0:0
19 ნოემბერი ვილიარეალი (გ) 0:1
27 ნოემბერი სოსიედადი (შ) 2:3
4 დეკემბერი ოსასუნა (გ) 1:2
10 დეკემბერი ვალენსია (შ) 2:1
18 დეკემბერი ატლეტიკო (გ) 2:0

"ბეტისის" შემატებით პრიმერა დივიზიონის პეწი დაუბრუნდა - სევილიური დერბი ისაა, რაც ამ ჩემპიონატს ალამაზებს.

ახლანდელი "ბეტისიც" საინტერესო გუნდი გამოდგა... უჩვეულო. პეპე მელის გუნდმა
ფანტასტიკურად დაიწყო - 4-ივე მატჩი მოიგო და პრიმერას სათავეში მოექცა. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ "ბეტისს" ასე გაუჭირდებოდა შემდგომში. ამას მოყვა 10-მატჩიანი მოუგებელი სერია, სადაც 10-დან 9 შეხვედრა სევილიელებმა წააგეს! კატასტროფისგან "ბეტისი" ბოლო ორმა გამარჯვებამ იხსნა, თანაც რჩეულ გუნდებთან - "ვალენსიასთან" და "ატლეტიკოსთან".

რას ვწერდით აგვისტოში
ჩვენ "ბეტისს", მიუხედავად იმისა, რომ სეგუნდა დივიზიონიდან ახლა დაბრუნდა, ცხრილის შუაში დამკვიდრებას ვუწინასწარმეტყველებდით. ახლა ანდალუსიური კლუბი მე-11 ადგილზეა. მაგრამ ჯერ კიდევ შორია იმ დრომდე, რომელზეც პეპე მელი სეზონის წინ საუბრობდა - "ბეტისი" პრიმერას ისეთივე წევრი უნდა იყოს, როგორიც "ატლეტიკო", "ვალენსია" და "ბილბაოა".

სტატისტიკური მონაგარი
სტატისტიკურად ყველაზე საინტერესო ოდისეა სწორედ "ბეტისს" ჰქონდა და ამაზე ზემოთაც ვწერდით. 4 ტურის შემდეგ გუნდს 12 ქულა და ბურთების შეფარდება 9-5 ჰქონდა. შემდეგ 10 ტურში კი 1 ქულა, ბურთების შეფარდებით - 4-16. ბოლო ორ მატჩში "ბეტისმა" 6 ქულა აიღო 4-1 ბურთების შეფარდებით. "ბეტისს" ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები ფრე აქვს ("რეალთან" ერთად) - მხოლოდ 1.

გაფრთხილება: 40
2 ყვითელი ბარათი: 1
წითელი ბარათი: 2
პენალტი (გატ): 3/3
პენალტი (გატ) ბეტისის კარში: 4/3
საშუალო დასწრება: 36 000
დარტყმა (ზუსტი): 239 (70)
დარტყმა (ზუსტი) ბეტისის კარში: 214 (82)
დარტყმის სიზუსტე: 29,3%
კუთხური: 100
თამაშგარე: 37
ჯარიმა (მათზე): 232 (222)

გოლები
5 რ. კასტრო
3 სანტა კრუსი
2 ხონათანი, ბენატი, სევილია
1 პოსუელო, ნაჩო, მოლინა

საგოლე პასები
3 ხონათანი
2 ჩიკა
1 სევილია, ბენატი, ხუანმა, კასტრო

გაძევება
1 კასტო, მარიო, პოსუელო

გაფრთხილება
6 ირინეი
4 ხონათანი
3 კასტო, მარიო, ისიდორო, ნაჩო, ბენატი
2 კასტრო, ამაია, სევილია, მომო, ესეკილი, დორადო, ჩიკა, მოლინა, კანიასი

თამაშები
მეკარეები: კასტო ესპინოსა (15 თ), ინიაკი გოიტია (2), ფაბრისიო რამირესი, ადრიან კასტილიო.
მცველები: ნაჩო პერესი (16), ხოსე დორადო (15), ხავიერ ჩიკა (10), მარიო ალვარესი (8), ანტონიო ამაია (7), ხოსე ისიდორო (6), უსტარიც ასტარლოა (6), დუშკო ტოშიჩი (1), ხუანიტო კალაორნო.
ნახევარმცველები: ბენატ ეჩებარია (15), ირინეი სანტოსი (15), ჯეფერსონ მონტერო (11), სალვა სევილია (10), ხოსე კანიასი (7), ხავიერ მატილია (6), ხუანმა გომესი (4), ესეკილ კალვენტე (4), ალვარო ვადილიო (4), "მომო" ფიგეროა (2), სერხიო როდრიგესი (2).
თავდამსხმელები: ხონათან პერეირა (13), როკე სანტა კრუსი (13), რუბენ კასტრო (13), ხორხე მოლინა (11), ალეხანდრო პოსუელო (8).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა
4-2-3-1: კასტო - ჩიკა, დორადო, მარიო, ნაჩო - ირინეი, ბენატი - ხონათანი, სევილია, მონტერო - რ. კასტრო.

საუკეთესო ფეხბურთელი: ბენატ ეჩებერია - 15 თამაში, 2 გოლი, 1 საგოლე პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული