ესპანური ამბები

AutoSharing Option
ესპანური ამბები
იყო ინტერი, ახლა მილანი?
"ბარსელონას" ბრაზილიელი მარცხენა მცველი მაქსველი ივნისში, სავარაუდოდ, "მილანში" გადავა.

იტალიური გრანდის ხელმძღვანელობას ტაიე ტაივოს შემცვლელის პოვნა სურს, მაგრამ არის ერთი "დეტალი", მაქსველს მილანის მეორე კლუბში, "ინტერში" უთამაშია.

30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტი არ უარყოფს "მილანის" ინტერესს.

ნილმარი: ფლა ან ფლუ?
როგორც ჩანს, 27 წლის ნილმარი ამ ზამთარს მაინც დატოვებს ესპანურ პრიმერა დივიზიონს. ბრაზილიური მედია ირწმუნება, რომ "ვილიარეალის" და სელესაოს თავდამსხმელის მომავალი კლუბი აუცილებლად ბრაზილიური იქნება.

სამშობლოში
დაბრუნების სურვილი თავად ნილმარმა გამოთქვა. დღეისათვის, ნილმარით "ფლამენგო" და "ფლუმინენსე" არიან დაინტერესებულნი. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში სერიოზულმა ტრავმამ ნილმარს საკუთარი შესაძლებლობების ხეირიანად გამოვლენის შანსი არ მისცა, მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლია.

აგენტების წინააღმდეგ
"ბარსელონას" პრეზიდენტ სანდრო როსელს უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფატინო გამოექომაგა და აღნიშნა, რომ ისიც სწორედ როსელივით ფიქრობს სატრანსფერო საკითხზე. ახლა რაშია საქმე - როსელმა განაცხადა, რომ დღევანდელ ფეხბურთში უსამართლოდაა დაყენებული სატრანსფერო საკითხი, როცა კლუბი უხდის ფეხბურთელის აგენტს და არა ფეხბურთელი.

"როსელს სავსებით ვეთანხმები ამ საკითხს. დიახ, აგენტს ფული იმან უნდა გადაუხადოს ვინც დაიქირავა - ანუ ფეხბურთელმა".

თუ ევროპაში გავალთ...
"ლევანტეს" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ, თუკი ვალენსიური კლუბი ევროსაგზურს მოიპოვებს, კლუბი "ამერიკას" ეკვადორელ ფორვარდს, კრისტიან ბენიტესს შეიძენს. მექსიკური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა, რომ ბენიტესი ტრანსფერზეა.

შეგახსენებთ, რომ "ჩუჩოს" ევროპაში უკვე უთამაშია, მაგრამ 25 წლის ფორვარდმა "ბირმინგემ სიტიში" ვერ გაამართლა - პრემიერლიგაში სულ 3 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული