"ატლეტიკო" - პასუხგაუცემელი კითხვები

AutoSharing Option
"ატლეტიკომ" 16-ვე მატჩი გრეგორიო მანსანოს ხელმძღვანელობით ჩაამთავრა, თუმცა ახლა კლუბს 55 წლის ესპანელის ნაცვლად 41 წლის არგენტინელი დიეგო სიმეონე ხელმძღვანელობს. საბოლოოდ, მანსანო თასიდან სენსაციურ გამოვარდნას კი შეეწირა, თუმცა "ატლეტიკოს" ბოსებს განგაშის ზარები ჯერ კიდევ "ბარსასთან" 0:5 კატასტროფის დროს უნდა შემოეკრათ. წარმოიდგინეთ, სეზონის ეკვატორთან "როხიბლანკოსი" მხოლოდ 4 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას, მეტით კი არა.

რას ვწერდით აგვისტოში
ჩვენს, წინასასეზონო სტატიას დავარქვით: "აგუეროს გარეშე". მართლაც, მთავარი ხომ ის იყო, როგორ გადაიტანდა გუნდი მთავ
არი ბომბარდირისა და მისი არანაკლებ ცნობილი მეწყვილის, დიეგო ფორლანის წასვლას. არ დაგვავიწყდეს გოლკიპერი დავიდ დე ხეაც, რომელიც მადრიდელებს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "აართვა".

მაშინ ჩვენ ახალი "ატლეტიკოს" ბევრი სუსტი წერტილი განვიხილეთ, მაგრამ საბოლოოდ ეს დასკვნა დავწერეთ: "და მაინც, ჩვენ გვგონია, რომ "ატლეტიკოს" შარშანდელზე უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლია. მთავარია, გუნდმა ისწავლოს აგუეროს გარეშე თამაში", - უკეთესში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვგულისხმობდით, მაგრამ, რა ვქნათ, "ატლეტიკომ" სერხიო აგუეროს გარეშე თამაში ვერ ისწავლა.

სტატისტიკური მონაგარი
19-19 ქულა აქვთ "ბეტისს", "ხეტაფეს" და "გრანადასაც". დაგვეთანხმებით, "ატლეტიკოს" 16 ტურის შემდეგ არ უნდა ჰქონდეს იმდენივე ქულა, რამდენიც სუსტ "გრანადას". გუნდმა 23 გოლი გაიტანა, მართალია, ეს მე-6 შედეგია ლა ლიგაში, მაგრამ "რეალმა" და "ბარსამ" "ატლეტიკოზე" 2-2,5-ჯერ მეტი გაიტანეს.

"ლოს როხიბლანკოსის" აქილევსის ქუსლი დაცვაა - გუნდმა 27 გოლი გაუშვა, უარესი შედეგი მხოლოდ "სარაგოსას" და "ოსასუნას" აქვთ.

კიდევ ერთი მთავარი მიზეზი მანსანოს გუნდის კრახის - სტუმრად "ატლეტიკომ" 7 მატჩიდან 1-ში მიაღწია ფრეს ("გრანადასთან", დანარჩენი კი წააგო, 5-20 ბურთების შეფასებით. ანუ 19-დან 18 ქულა "ათლეტებმა" მშობლიურ "ვისენტე კალდერონზე" მოიპოვეს.

გაფრთხილება: 52
2 ყვითელი ბარათი: 0
წითელი ბარათი: 2
პენალტი (გატ): 3/3
პენალტი (გატ) ატლეტიკოს კარში: 4/4
საშუალო დასწრება: 40 800
დარტყმა (ზუსტი): 269 (98)
დარტყმა (ზუსტი) ატლეტიკოს კარში: 188 (72)
დარტყმის სიზუსტე: 36,4%
კუთხური: 111
თამაშგარე: 50
ჯარიმა (მათზე): 272 (233)

გოლები
9 ფალკაო
5 ადრიან ლოპესი
3 დომინგესი
1 სალვიო, გაბი, არდა თურანი, დიეგო, პიცი, მეტოქის ავტოგოლი (ლორა, სპორტინგი)

საგოლე პასები
5 არდა თურანი
4 გაბი
2 რეიესი, სალვიო
1 დიეგო, ფილიპე ლუიში, ფალკაო, გოდინი

გაძევება
1 კურტუა, გოდინი

გაფრთხილება
5 არდა თურანი, სუარესი, პერეა, ასუნსაო
4 დომინგესი, გაბი
3 გოდინი, ტიაგო, მირანდა, ფილიპე ლუიში
2 სალვიო, დიეგო, სილვიო, ადრიან ლოპესი
1 ხუანფრანი, კოკე, პიცი, ანტონიო ლოპესი

თამაშები
მეკარეები: ტიბო კურტუა (15 თ), სერხიო ასენხო (2), ხოელ რობლესი.
მცველები: ფილიპე ლუიშ კასმირსკი (15), ჟოაო მირანდა (12), ალვარო დომინგესი (12), დიეგო გოდინი (9), ლუის პერეა (8), სილვიო აზევედო ფერეირა (8), ანტონიო ლოპესი (2), ხორხე პულიდო.
ნახევარმცველები: დიეგო რიბასი (14), არდა თურანი (14), გაბი ფერნანდესი (13), ხოსე ანტონიო რეიესი (13), მარიო სუარესი (12), ედუარდო სალვიო (12), ტიაგო მენდეში (10), ხორხე "კოკე" (7), ხუანფრან ტორესი (5).
თავდამსხმელები: ადრიან ლოპესი (14), რადამელ ფალკაო (13), ლუიზ მიგელ დუარტე "პიცი" (6).

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა
4-2-3-1: კურტუა - სილვიო, დომინგესი, მირანდა, ფილიპე ლუიში - სუარესი, გაბი - რეიესი, დიეგო, არდა თურანი - ფალკაო.

საუკეთესო ფეხბურთელი: რადამელ ფალკაო (კოლუმბია) - 13 თამაში, 9 გოლი, 1 საგოლე პასი.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
10. ატლეტიკო 16 5 4 7 23-27 19

თარიღი მეტოქე ანგარიში
28 აგვისტო ოსასუნა (შ) 0:0
11 სექტემბერი ვალენსია (გ) 0:1
18 სექტემბერი რასინგი (შ) 4:0
21 სექტემბერი სპორტინგი (შ) 4:0
25 სექტემბერი ბარსელონა (გ) 0:5
2 ოქტომბერი სევილია (შ) 0:0
16 ოქტომბერი გრანადა (გ) 0:0
23 ოქტომბერი მალიორკა (შ) 1:1
28 ოქტომბერი ბილბაო (გ) 0:3
30 ოქტომბერი სარაგოსა (შ) 3:1
7 ნოემბერი ხეტაფე (გ) 2:3
20 ნოემბერი ლევანტე (შ) 3:2
26 ნოემბერი რეალი (გ) 1:4
4 დეკემბერი ვალეკანო (შ) 3:1
12 დეკემბერი ესპანიოლი (გ) 2:4
18 დეკემბერი ბეტისი (შ) 0:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული