აგირე წარსულია, მიჩელი მოდის?

AutoSharing Option
53 წლის მექსიკელმა სპეციალისტმა ხავიერ აგირემ წლის ბოლომდე ვერ მიაღწია "სარაგოსას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ლა ლიგის აუტსაიდერის ხელმძღვანელობამ გუშინ აგირეს კარისკენ მიუთითა.

შეგახსენებთ, რომ ხავიერ აგირე ორჯერ 2001-02 და 2009-10 წლებში მექსიკის ნაკრებს ედგა სათავეში და 2009 წელს კონკაკაფის "ოქროს თასი" მოაგებინა. ესპანეთში მას მადრიდის "ატლეტიკოში" (2006-09 წლები) უმუშავია.

მწვრთნელი ძალიან ცუდად დაბრუნდა პრიმერა დივიზიონში, 16 ტურის შემდეგ "სარაგოსას" მხოლოდ 10 ქულა აქვს და უკანასკნელ, მე-20 ადგილზეა: "რეალ სარაგოსა" მადლობას უხდის ხავიერ აგირეს პროფესიონალიზმისა და მონდომებისათვის. თუმცა კლუბში შექმნილი სიტუაცია
გვიბიძგებს, რამე შევცვალოთ. სწორედ ამიტომ მასთან შეთანხმებას მივაღწიეთ და ხელშეკრუკება შეწყდა", - ვკითხულობთ არაგონული კლუბის ოფიციალურ საიტზე.

აგირემ "სარაგოსა" ზუსტად ერთი წლისა და ერთი თვის წინ ჩაიბარა, მან აურელიო გაი შეცვალა და სეზონის ბოლოს კლუბი მე-13 ადგილზე გაიყვანა. "დიარიო ას-ის" ცნობით, "რეალის" ლეგენდა მიჩელი ჩაიბარებს არაგონულ კლუბს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული