მადრიდის "რეალი" კარგ ფასად ალბიოლსა და გრანეროს შეელევა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი შენაძენის გაკეთებას არ გეგმავს. სამაგიეროდ, საუბარია "სამეფო კლუბის" ორი ფეხბურთელის - ნახევარმცველ ესტებან გრანეროსა და მცველ რაულ ალბიოლის გასხვისებაზე.

მართალია, "რეალის" თავკაცებს ამ მოთამაშეების გუნდში შენარჩუნება უფრო უნდათ, მაგრამ არ მალავენ, რომ ფინანსური თვალსაზრისით მომხიბვლელ წინადადებებს ყურადღებით განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ალბიოლისადმი დაინტერესებას "მანჩესტერ სიტი" იჩენს. რაც შეეხება გრანეროს, მისი გადაბირება "ბლექბერნ როვერსს" სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული