ანხელ დი მარიამ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, ანხელ დი მარია გარკვეული დრო მოედანზე ვერ გამოვა.

"სამეფო კლუბის" ბოლო ვარჯიშზე ფეხბურთელმა კუნთი დაიზიანა. როგორც გაირკვა, არგენტინელი ესპანეთის თასზე "მალაგასთან" მატჩს გამოტოვებს და ასევე პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურში "გრანადასთან" შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ დი მარიამ ესპანეთის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული