აი, რა დაწერა "ტვიტერზე" სესკმა: "2012 წელს "ბარსასთან" ერთად სრული წარმატების მიღწევა მსურს. სამმაგ დუბლზე რა თქმა უნდა ვფიქრობ, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დამაყენოთ, ჩემპიონთა ლიგას ავირჩევ". შეგახსენებთ, რომ ლიგის მერვედფინალში "ბარსას" მეტოქე გერმანული "ლევერკუზენია".
მიჩელის ნაცვლად ხიმენესი დანიშნეს
წლის ბოლოს ბოლოადგილოსანი "სარაგოსა" უმწვრთნელოდ დარჩა, 16 მატჩში 10 ქულის მომგროვებელი მექსიკელი ხავიერ აგირე გაუშვეს. მის ნაცვლად
შეგახსენებთ, რომ ეს ის სპეციალისტია, რომელიც ზაფხულში თბილისის "დინამოსთან" დაპირისპირებაში ათენის აეკ-ს ედგა სათავეში.
ხიმენესმა განაცხადა, რომ იტორიული კლუბიდან შემოთავაზებაზე უარს ვერ იტყოდა, იმის მიუხედავად, რომ "სარაგოსა" ფინანსურ კრიზისშია. სხვათა შორის, სწორედ ამის გამო ხიმენესს უკვე უთხრეს, რომ "სარაგოსა" ტრანსფერებში ბევრ ვერაფერს დახარჯავს.
პუიოლი ისევ ტრავმირებულია
"ბარსას" კაპიტანი კარლეს პუიოლი ვერადავერ დადგა მყარად ფეხზე. 33 წლის ვეტერანი ბოლო წლებია, ხშირი ტრავმიანობით გამოირჩევა. ახლაც საშობაო შესვენების შემდეგ "ბარსა" მის გარეშე შეიკრიბა - პუიოლს კუნთი სტკივა და მხოლოდ ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშობს ინდივიდუალურად. ვარჯიში ერიკ აბიდალმაც გამოტოვა, მაგრამ მიზეზი არა ტრავმა, არამედ გრიპია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"