კასილიასი: კაკამ მითხრა, რომ "რეალში" რჩება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ გუნდის ნახევარმცველი კაკა "სამეფო კლუბში" ასპარეზობას გააგრძელებს.

ბოლო დროს განახლდა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ბრაზილიელმა შესაძლოა თავის ამჟამინდელი კლუბი დატოვოს. ამბობდნენ, რომ მისი შეძენით "პარი სენ ჟერმენი" იყო დაინტერესებული.

"კაკამ მითხრა, რომ ჩვენი კლუბის დატოვებას არ აპირებს. ის ჩვენთან რჩება", - განაცხადა კასილიასმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული