კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბი ურუგვაელს დავიდ ვილიას შემცვლელად მიიჩნევს, რომელმაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ფეხი მოიტეხა.
ფორლანის ტრანსფერის ფასი 8 მილიონ ევროს წარმოადგენს, ხოლო მისი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2013 წლამდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფორვარდი "ვილიარეალში" და "ატლეტიკოში" თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ფორლანმა "ინტერის" მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
მომზადებულია elgoldigital.com-ის მიხედვით