პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობისთვის ახალი ფეხბურთელების შეძენა არ უთხოვია.
"ახალი ფეხბურთელების შეძენა არ მითხოვია და არც მათთან განშორება მსურს, ვინც ამჟამად "რეალში" თამაშობს. სეზონის დასრულება სწორედ ამ ფეხბურთელებით მსურს და ამის შესახებ ჩემმა შეგირდებმაც იციან.
შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გუნდი კარგად თამაშობს და იმარჯვებს. თამაშისგან სიამოვნებას ჩვენც ვიღებთ და გულშემატკივრებიც.
რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ფეხბურთელს შესაძლოა უიღბლო დღე ჰქონდეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ოპტიმალური გუნდი გვყავს",