"სევილია" - უპრეზიდენტო რბოლა

AutoSharing Option
"სევილია" არაფრით უსწრებს "მალაგას" (მხოლოდ, ბურთების უკეთესი სხვაობით) და, კაცმა რომ თქვას, არც თუნდაც, მე-9 ადგილზე მყოფ "ბილბაოს" (სულ 2 ქულით უსწრებს). მოკლედ, ევროზონაში კია, მაგრამ იქ მყარად ვერ დამკვიდრდა, მთელი II ნახევარიც ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უნდა გაატაროს, თუ გაუმართლებს, შეიძლება ჩემპიონთა ლიგასაც შეწვდეს.

რას ვწერდით აგვისტოში

"კლუბის პრეზიდენტს კი სურს მესამე ადგილი, თუმცა ალბათ არც ლიგის პლეი ოფის საგზურის მომტან მეოთხეზე იქნება უარზე. აი, ნაკლები კი უკვე წარუმატებლობად ჩაეთვლება მარსელინოს. გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს,
თუმცა კონკურენტებიც საკმაოდ ჰყავს", - ამას ვწერდით აგვისტოში. ბევრი რამ შეიცვალა, კლუბის პრეზიდენტი დელ ნიდო სულაც "ჩასვეს", თუმცა ძირითადში ისევ ამ აზრზე ვართ.

სტატისტიკური მონაგარი

მარსელინო გარსია ტორალის გუნდისთვის ყველაფერი დიდებულად მიდიოდა ნოემბრამდე - "სევილიას" 9 ტურის მერე მარცხი არ ჰქონდა. არადა, გუნდს უკვე მოლეული ჰქონდა ყველაზე საშიში - "კამპ ნოუზე" ვიზიტი. მერე კი ანდალუსიურ დერბიში შინ სუსტ "გრანადასთან" წააგო. რომ არა ბოლო ორ ტურში მარცხი, გუნდი მყარად დამკვიდრდებოდა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლთა შორის. მოკლედ, საშობაო არდადეგებმა "სევილიას" დროულად მოუსწრო.

გაფრთხილება: 49
2 ყვითელი ბარათი: 2
წითელი ბარათი: 3
პენალტი (გატ): 2/1
პენალტი (გატ) სევილიას კარში: 4/2
საშუალო დასწრება: 35 100
დარტყმა (ზუსტი): 231 (98)
დარტყმა (ზუსტი) სევილიას კარში: 204 (73)
დარტყმის სიზუსტე: 42,4%
კუთხური: 86
თამაშგარე: 24
ჯარიმა (მათზე): 207 (232)

გოლები

5 ნეგრედო, დელ მორალი
3 კანუტე
2 ნავასი
1 ფასიო, ალექსისი, კასერესი

საგოლე პასები

3 კამპანია, ნავასი, რაკიტიჩი
1 პეროტი, ნეგრედო, კანუტე, კასერესი

გაძევება

1 ესკუდე, ნავარო, ტროხოვსკი, დელ მორალი, კანუტე

გაფრთხილება

8 სპაჰიჩი
7 მედელი
5 ნავარო
4 კანუტე
3 ტროხოვსკი, ნავასი, ნეგრედო, რაკიტიჩი, კასერესი
2 კოკე, ფასიო
1 არმენტეროსი, ალექსისი, ვარასი

თამაშები

მეკარეები: ხავი ვარასი (16 თ), ანდრეს პალოპი, სერხიო გონსალესი.
მცველები: ფერნანდო ნავარო (15), ემირ სპაჰიჩი (14), მარტინ კასერესი (12), ჟულიენ ესკუდე (10), "კოკე" ანდუხარი (10), ფედერიკო ფასიო (9), ალექსის რუანო (1).
ნახევარმცველები: ხესუს ნავასი (16), პიოტრ ტროხოვსკი (15), ივან რაკიტიჩი (15), გარი მედელი (14), ემილიანო არმენტეროსი (13), ხოსე კამპანია (10), დიეგო პეროტი (10), ტომ დე მული, სალვადორ გონსალესი.
თავდამსხმელები: მანუ დელ მორალი (16), ფრედერიკ კანუტე (12), ალვარო ნეგრედო (12), ლუის ალბერტო (3), ჰიროში იბუსუკი.

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა

4-1-4-1: ვარასი - კასერესი, სპაჰიჩი, ესკუდე, ნავარო - მედელი - ხესუს ნავასი, ტროხოვსკი, რაკიტიჩი, პეროტი - ნეგრედო.
საუკეთესო ფეხბურთელი: ხავი ვარასი - 16 თამაში 17 გაშვებული ბურთი

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
6. სევილია 16 6 6 4 18-17 24

თარიღი მეტოქე ანგარიში
29 აგვისტო მალაგა (შ) 2:1
10 სექტემბერი ვილიარეალი (გ) 2:2
18 სექტემბერი სოსიედადი (შ) 1:0
20 სექტემბერი ოსასუნა (გ) 0:0
24 სექტემბერი ვალენსია (შ) 1:0
2 ოქტომბერი ატლეტიკო (გ) 0:0
17 ოქტომბერი სპორტინგი (შ) 2:1
23 ოქტომბერი ბარსელონა (გ) 0:0
26 ოქტომბერი რასინგი (შ) 2:2
1 ნოემბერი გრანადა (შ) 1:2
5 ნოემბერი მალიორკა (გ) 0:0
20 ნოემბერი ბილბაო (შ) 1:2
28 ნოემბერი სარაგოსა (გ) 1:0
6 დეკემბერი ხეტაფე (შ) 3:0
10 დეკემბერი ლევანტე (გ) 0:1
18 დეკემბერი რეალი (შ) 2:6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული