მოურინიო: ვწუხვარ, რომ "მალაგასთან" მატჩში თერთმეტივე მოთამაშის შეცვლა არ შემეძლო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "მალაგასთან" ესპანეთის თასის საშინაო 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ აღიარა, რომ პირველ ტაიმში მისი შეგირდები ძალიან ცუდად თამაშობდნენ.

უკვე 29-ე წუთზე "სამეფო კლუბი" 0:2 აგებდა და მესამე გოლის გატანა და მოგება მხოლოდ მეორე ტაიმის ბოლოს მოახერხა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ 11 ცვლილების განხორციელება არ შემიძლია, - ვუთხარი ჩემს მოთამაშეებს შესვენებაზე. სამწუხაროა, რომ მხოლოდ სამი მოთამაშე შევცვალე. მაგრამ ისინი იმიტომ არ შემიცვლია, რომ სხვებზე უარესად თამაშობდნენ. უბრალოდ, გუნდისთვის ასე იყო საჭირო.

ახლა მოთამაშეებს უნდა ვკითხოთ, რატომ ათამაშდნენ სხვანაირად.
ვეცდები ამ კითხვაზე მათგან პასუხი მივიღო. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი მოთამაშე შვებულებას დასასვენებლად იყენებს, სხვები მოგზაურობენ, მხიარულობენ და სხვაგვარ მდგომარეობაში ბრუნდებიან.

მეორე ტაიმში "რეალი" უფრო ყურადღებით ათამაშდა. ამას გარდა, გულშემატკირებმაც თავისი როლი შეასრულეს. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი მატჩის მოგება საჭირო იყო და ეს შევძელით", - განაცხადა მოურინიომ.

"მალაგას" შესახებ პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა: "სტუმრები ძირითადად თავს იცავდნენ და იშვიათად უტევდნენ. თუმცა "მალაგა" კარგი გუნდია, რომელმაც მოედანზე თავისი ამოცანების შესახებ კარგად იცის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული