გვარდიოლა: ბიელსა "ბარსელონას" მწვრთნელობისთვის უკვე მზადაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა უკვე იცის იმ სპეციალისტის სახელი, რომელმაც შესაძლოა იგი გუნდის სათავეში შეცვალოს.

საუბარია, ბილბაოს "ატლეტიკის" თავკაც მარსელო ბიელსაზე, რომელიც შესაძლოა კატალონიელებს იმ შემთხვევაში ჩაუდგეს სათავეში, თუ გვარდიოლა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს იტყვის.

"ვფიქრობ, რომ ბიელსას ჩემი წარმატებით შეცვლა შეუძლია. მისი კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს - ის "ბარსელონაში" მუშაობისთვის მზადაა", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული