კასილიასი IFFHS-ის ვერსიით 2011 წლის საუკეთესო მეკარეა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი იკერ კასილიასი IFFHS-ის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

ეს ყოველწლიური ჯილდო საუკეთესო მეკარეს 1987 წლიდან გადაეცემა.

1996 წლიდან გამარჯვებულს IFFHS-ის წევრებისა და ექვსი კონტინენტის 89 ქვეყნის ექსპერტთა ხმისმიცემის შედეგად ავლენენ. ბოლო გამოკითხვის შედეგად კასილიასმა 248 ქულა მოიპოვა, მეორე ადგილი "ბაიერნის" გერმანელმა გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა დაიკავა (130 ქულა), მესამე კი - "ბარსელონას" კარის დარაჯ ვიქტორ ვალდესს (114 ქულა) ხვდა.

აღსანიშნავია, რომ კასილიასი IFFHS-ის ვერსიით წლის საუკეთესო მეკარედ უკვე ზედიზედ მეოთხედ დასახელდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული