ეს ყოველწლიური ჯილდო საუკეთესო მეკარეს 1987 წლიდან გადაეცემა.
1996 წლიდან გამარჯვებულს IFFHS-ის წევრებისა და ექვსი კონტინენტის 89 ქვეყნის ექსპერტთა ხმისმიცემის შედეგად ავლენენ. ბოლო გამოკითხვის შედეგად კასილიასმა 248 ქულა მოიპოვა, მეორე ადგილი "ბაიერნის" გერმანელმა გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა დაიკავა (130 ქულა), მესამე კი - "ბარსელონას" კარის დარაჯ ვიქტორ ვალდესს (114 ქულა) ხვდა.
აღსანიშნავია, რომ კასილიასი IFFHS-ის ვერსიით წლის საუკეთესო მეკარედ უკვე ზედიზედ მეოთხედ დასახელდა.