"ვალენსია" - დედამიწელთა ჩემპიონი

AutoSharing Option
"ვალენსია" სწორედ იქ არის, სადაც უნდა იყოს - უნაი ემერის გუნდს 33 ქულით მყარი მე-3 ადგილი უკავია, რომელსაც, არა გვგონია, ვინმე შეეცილოს - მომდევნო ადგილებზე მყოფები ("ლევანტე", "ოსასუნა") ალბათ ჩამოცილდებიან ლიდერთა ჯგუფს, სხვები კი უკვე საკმაოდ ჩამორჩნენ - მაგალითად, "სევილიას" "ღამურები" 9 ქულით უსწრებენ. თავის მხრივ, "ვალენსიამ" ბრჭყალები გრანდებთანაც გამოაჩინა, მაგრამ ისიც კარგად გამოჩნდა, რომ საჩემპიონო რბოლაში მისი ადგილი არაა.

რას ვწერდით აგვისტოში

"ვალენსია" და მისი თავკაცი უნაი ემერი რთულ სიტუაციაში არიან - თუკი პრიმერას რეალისტის თვალით შეხედავ, მაშინვე მიხვდები,
რომ "ღამურებს" მესამე ადგილზე ზემოთ აფრენა არ შეუძლიათ.

მესამე ადგილი კი კლუბმა ისედაც მყარად დაიმკვიდრა, მოკლედ, როცა წინსვლის მოტივაცია ფანტაზიის ნაყოფია, ერთადერთი შენარჩუენებაზე უნდა იფიქრო, ეს კი თავისთავად ფსიქოლოგიურ პრობლემებს შობს. ესპანურ პრიმერაში ხომ ორი ლიგაა რეალურად, ერთში "ბარსელონა" და "რეალი" არიან, მეორეში დანარჩენები. მოკლედ, "ვალენსია" დედამიწელთა ჩემპიონია, რაც თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა "უცხოპლანეტელებთან" მეტისმეტად შორსაა", - ეს დავწერეთ სეზონის წინ და ახლაც ამავე აზრის ვართ.

სტატისტიკური მონაგარი

მოგებათა რიცხვით "ვალენსია" მესამეა, წაგებების სიმცირითაც. ასევე გოლების რაოდენობით, თუმცა მე-2 ადგილოსან "ბარსელონას" თითქმის ორჯერ ჩამორჩება, გაშვებული ბურთებითაც (16) "ვალენსია" პრიმერას მესამე გუნდია, თუმცა უცნაური მეწყვილე ჰყავს - "გრანადა".

გაფრთხილება: 55
2 ყვითელი ბარათი: 0
წითელი ბარათი: 3
პენალტი (გატ): 2/1
პენალტი (გატ) ვალენსიას კარში: 1/1
საშუალო დასწრება: 38 800
დარტყმა (ზუსტი): 211 (79)
დარტყმა (ზუსტი) ვალენსიას კარში: 180 (59)
დარტყმის სიზუსტე: 37,4%
კუთხური: 97
თამაშგარე: 35
ჯარიმა (მათზე): 281 (200)

გოლები
11 სოლდადო
3 ტინო კოსტა, მეტოქის ავტოგოლი (აბიდალი, "ბარსელონა"; ვენტა, "ლევანტე"; დორადო, "ბეტისი")
2 ფეგული, რამი
1 ხორდი ალბა, ადურისი, პაბლო ერნანდესი, ჟონასი, კანალესი

საგოლე პასები
3 ჟონასი, პაბლო ერნანდესი
2 ხორდი ალბა, მატიო
1 ბანეგა, მიგელი, ბრუნო, ფეგული, პიატი, ტინო კოსტა

გაძევება
1 რამი, ხორდი ალბა, ადურისი

გაფრთხილება
5 რამი, ხორდი ალბა, ალბელდა, ტინო კოსტა
4 სოლდადო
3 ფეგული, პაბლო ერნანდესი, რუისი
2 ადურისი, თოპალი, ბანეგა, მატიო, ბრუნო, ჟონასი, პიატი, ბარაგანი
1 მიგელი, გუაიტა, კანალესი

თამაშები

მეკარეები: ვისენტე გუაიტა (11), დიეგო ალვეში (5).
მცველები: ადილ რამი (13), ვიქტორ რუისი (13), ჟერემი მატიო (13), ხორდი ალბა (12), მიგელ ბრიტო (7), ბრუნო სალტორი (7), ანტონიო ბარაგანი (5), ანხელ დეალბერტი (4), რიკარდო კოშტა (2), ჰედვიგეს მადურო (2).
ნახევარმცველები: პაბლო ერნანდესი (14), დავიდ ალბელდა (11), სოფიან ფეგული (10), ტინო კოსტა (10), ევერ ბანეგა (9), სერხიო კანალესი (8), მეჰმეთ თოპალი (7), დანი პარეხო (5), ხუან ბერნატი (1).
თავდამსხმელები: რობერტო სოლდადო (16), ჟონას ოლივეირა (14), პაბლო პიატი (14), არიც ადურისი (11), პაკო ალკასერი.

სეზონის I ნახევრის იდეალური შემადგენლობა
4-2-3-1: გუაიტა - მიგელი, რამი, რუისი, მატიო - ალბელდა, ბანეგა - პაბლო ერნანდესი, ჟონასი, ტინო კოსტა - სოლდადო.
საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტო სოლდადო - 16 თამაში, 11 გოლი.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
3. ვალენსია 16 10 3 3 26-16 33

თარიღი მეტოქე ანგარიში
27 აგვისტო რასინგი (შ) 4:3
11 სექტემბერი ატლეტიკო (შ) 1:0
17 სექტემბერი სპორტინგი (გ) 1:0
22 სექტემბერი ბარსელონა (შ) 2:2
24 სექტემბერი სევილია (გ) 0:1
1 ოქტომბერი გრანადა (შ) 1:0
15 ოქტომბერი მალიორკა (გ) 1:1
23 ოქტომბერი ბილბაო (შ) 1:1
26 ოქტომბერი სარაგოსა (გ) 1:0
29 ოქტომბერი ხეტაფე (შ) 3:1
6 ნოემბერი ლევანტე (გ) 2:0
20 ნოემბერი რეალი (შ) 2:3
26 ნოემბერი ვალეკანო (გ) 2:1
4 დეკემბერი ესპანიოლი (შ) 2:1
10 დეკემბერი ბეტისი (გ) 1:2
19 დეკემბერი მალაგა (შ) 2:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული