გვარდიოლა: "ბარსელონას" მესის გრიპით არავინ მოუტყუებია

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ "ოსასუნასთან" (4:0) ესპანეთის თასის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ მისი კლუბის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.

მატჩის წინ იუწყებოდნენ, რომ "ბლაუგრანას" ფორვარდი ლიონელ მესი გრიპით იყო ავად და მოედანზე გამოსვლას ვერ შეძლებდა. თუმცა არგენტინელმა არამხოლოდ თამაშში მონაწილეობის მიღება შეძლო, მეტოქის კარში გატანილი ოთხი უპასუხო გოლიდან ორის ავტორიც გახდა.

"ხალხის მოტყუება არც გვიფიქრია. მესი გაციებული იყო. ამას გარდა, ტემპერატურაც მაღალი ჰქონდა. ამიტომ იყო, ის სათად
არიგოთა შორის რომ დავსვი".

თავად მესიმ მატჩის შემდეგ თქვა, რომ მას გრიპი და მაღალი ტემპერატურა არ ჰქონია, უბრალოდ მუცელი სტკიოდა და დილის ვარჯიში გამოტოვა. თუმცა მისი თქმით, დღის განმავლობაში გამოკეთება მოასწრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული