მესი: "ოსასუნასთან" სტუმრად თამაში ძნელი იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, რომელმაც ესპანეთის თასის მერვედფინალურ მატჩში "ოსასუნას" ორი გოლი გაუტანა, თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ არ მოდუნდნენ.

თასის პირველ მერვედფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ კედლებში "ოსასუნა" 4:0 გააანადგურა, რითაც მეოთხედფინალში გასვლა პრაქტიკულად გაინაღდა.

თავად არგენტინელი ფეხბურთელი მოედანზე 59-ე წუთზე გავიდა და დუბლის გაფორმებაც მოასწრო.

"პამლონში გამგზავრებმადე კარგ შედეგს მივაღწიეთ. მეტოქის მოედანზე თამაში ადვილი არაა, მასპინძლები ნამდვილ ბრძოლას გაგვიმართავენ.

ყველა ჩასულ გუნდს იქ თამაში უჭირს, ამიტომ საპასუხო შეხვედრაში კარგი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ", - განაცხადა მესიმ "ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდისთვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული