ეს "კამპ ნოუ" რა ყოფილა!

AutoSharing Option
13 სექტემბერს "მილანის" ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ რომ გაიტანა, მას მერე "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" მეტოქე გუნდს გოლი არ გაუტანია.

არადა, 12 თამაში ჩატარდა და თავად გრანდმა 53-ჯერ შეარხია სტუმართა კარის ბადე. 53:0! ოთხშაბათს ჩემპიონმა და თასის შარშანდელმა ფინალისტმა წელიწადი დამაჯერებელი მოგებით დაიწყო, "ოსასუნა" 4:0 გაანადგურა და ფაქტობრივად გაინაღდა სამეფო თასის მეოთხედფინალში თამაში, სადაც, შეიძლება, "რეალს" შეხვდეს.

პირველ ტაიმში დუბლი სესკ ფაბრეგასმა შეასრულა, მეორეში კი - ლეო მესიმ, რომელსაც, თითქოს, არ უნდა ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, ჩვენ ამ
თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ჩავის ვასახელებთ, რომელმაც 4-დან 3 გოლი შექმნა. დღის მეორე შეხვედრა "ანოეტაზე" გაიმართა, ბასკურმა "რეალ სოსიედადმა" 2:0 მოუგო "მალიორკას" და მეოთხედფინალში გასვლის ბრწყინვალე შანსი გაიჩინა. საპასუხო მატჩები თასის მერვედფინალში 10-12 იანვარს გაიმართება.

კოპა დელ რეი. 1/8 ფინალი. პირველი მატჩები
რეალ სოსიედადი-მალიორკა 2:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - ესტრადა, დემიდოვი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - ელუსტონდო, არანბურუ (81. მარიგა) - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი (71. ველა) - აგირეჩე (77. ხ. ლორენტე).
მალიორკა (4-3-3): კალატაიუდი - სენდროსი, კრესპი, რამისი, პ. კასერესი - ალფარო, ჟოაო ვიქტორი, მარტი (71. ტისონე) - ტეხერა (46. ნსუე), ჰემედი (82. აბდონი), ალვარო ხიმენესი.
გოლები: 1:0 არანბურუ (17), 2:0 აგირეჩე (54)

ბარსელონა-ოსასუნა 4:0
ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, პუიოლი -ჩავი, ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა - კვენკა (72. სანჩესი), ფაბრეგასი (86. კეიტა), პედრო (58. მესი).
ოსასუნა (4-2-3-1): რიესგო - დამია, სერხიო, ლოლო, რაიტალა - ტიმორი, ნეკუნამი - სეხუდო (66. ლამა), ანუნსიატა (83. იბრაჰიმა), რ. ტორესი (70. პუნიალი) - ლეკიჩი.
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (13), 2:0 ფაბრეგასი (18), 3:0 მესი (72), 4:0 მესი (91)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული