ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ცერემონია 9 იანვარს გაიმართება, შემდეგ დღეს კი გუნდს "მალაგასთან" ესპანეთის თასის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩი ელის.
აღსანიშნავია, რომ რონალდო "ბარსელონას" ფეხბურთელებთან: ლიონელ მესისა და ჩავისთან ერთად, 2011 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის პრეტენდენტია, მოურინიო კი "ბარსელონას" თავკაც ხოსეპ გვარდიოლასა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონთან ერთად, საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულები ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების და