დავიდ ვილია: თამაში მწყურია და ლიგის ფინალამდე ვერ დავიცდი

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელ დავიდ ვილიას ერთი სული აქვს, მოედანს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, 30 წლის ფორვარდმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში "ალ სადთან" მძიმე ტრავმა მიიღო და კარგა ხანს უქმობა მოუწევს.

კატალონიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მწყობრში იქნება და სავარაუდოდ მის მონაწილე "ბარსელონას" დაეხმარება. თუმცა, თავად ვილიას ასეთი პერსპექტივა გულს არ უკეთებს. მას უფრო მალე სურს თამაში, ვიდრე ამას სხვები ვარაუდობენ.

"მას შემდეგ, რაც ქირურგიულ ჩარევებს თავი დავაღწიე, მხოლოდ ერთი საღამო დავისვენე. ჩემი მიზანი სულაც არაა ის,
რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ვიყო მზად. მე მოედანზე გამოსვლა გაცილებით ადრე მსურს", - განაცხადა ვილიამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოდი რა ჯერ ფინალში გააღწიეთ და მერე ილაპარაკეთ მატრაკვეცა ნაბიჭვრებო
irakli
16:22 07-01-2012
0
დედიშენისამ ფინალში ხო ხარ რა
putabarca
19:22 07-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული