მოურინიო: გვარდიოლა მართლაც საუკეთესოა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) არჩევანზე კომენტარი გააკეთა, რომელმაც 2011 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად "ბარსელონას" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა დაასახელა.

თავად პორტუგალიელი ამ რეიტინგში, რომლის შედგენაში 81 ქვეყნის ექსპერტი მონაწილეობდა, მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

"მიმაჩნია, რომ გვარდიოლა წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას იმსახურებს", - განაცხადა მოურინიომ, მას შემდეგ, რაც შედეგები შეიტყო.

მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბარში თავისი გუნდიც არ დაივიწყა და "სამეფო კლუბის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი შეაქო.

"ძალიან მომეწონა იოზილის თამაში "მალაგასთან" ბოლო მატჩში. ის ნაკლი, რაც
მას პირველი წრის შეხვედრებში თან სდევდა, წარსულში დარჩა. ჩვენ კი მომავალი გვაინტერესებს~, - თქვა პორტუგალიელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული