რამოსმა პრიმერაში 250-ე მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
"რეალის" 25 წლის მცველისთვის სერხიო რამოსისთვის პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურში "გრანადასთან" მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 250-ე შეხვედრა გახდა.

მადრიდელებმა "გრანადა" 5:1 დაამარცხეს, ხოლო რამოსმა 34-ე წუთზე გოლი გაიტანა.

"სამეფო კლუბის" მაისურით რამოსმა 211 მატჩი ჩაატარა, ხოლო დანარჩენი 39 "სევილიას" რიგებში ირჯებოდა. საერთო ჯამში ესპანეთის ჩემპიონატში ესპანელი მცველის ანგარიშზე 29 გოლია.

პრიმერაში ფეხბურთელის დებიუტი 2003/04 წლების სეზონში შედგა, სადაც "სევილია" სტუმრად "დეპორტივოსთან" 1:0 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული