32 წლის მცველი ერიკ აბიდალი უახლოეს დღეებში "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ფრანგმა ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან შეთანხმებას ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიაღწია, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ ახლა გაცხადდა.
"ბარსელონასთან" აბიდალის მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვალისწინებული.
აბიდალი "ბარსელონაში" 2007 წელს "ლიონიდან" გადავიდა. მას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 60 მატჩი აქვს ჩატარებული.