"სევილიამ" ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ დასრულდა საგა ბრაზილიელი ფორვარდის, ლუიშ ფაბიანოს შესაძლო ტრანსფერის შესახებ. გუშინ ლუიშ ფაბიანომ 2013 წლამდე გააგრძელა კლუბთან კონტრაქტი. 29 წლის ბრაზილიელის შეძენა ინგლისში "ტოტენჰემს" სურდა, საფრანგეთში - "მარსელს", მაგრამ ფაბიანო კიდევ სამი სეზონის განმავლობაში ანდალუსიური კლუბისთვის გაიტანს. "სევილია" არ იყო ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი, მაგრამ ბრაზილიის ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ 18 მილიონი ევროს გადახდა "მარსელსაც" ეძვირა და "ტოტენჰემსაც".
ლუიშ ფაბიანო 2005 წელს გადავიდა "სევილიაში" "პორტუდან". მას შემდეგ ბრაზილიელმა გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო უეფას თასი, ორჯერ - ესპანეთის თასი,