რა ეწყინა რონალდოს?

AutoSharing Option
ვიდეო
რომ არა რაულ როდრიგესის მიერ ხელით თამაში 92-ე წუთზე, ვიტყოდით, რომ "ესპანიოლმა" დაიმსახურა ეს დიდი სენსაცია, მაგრამ ახლა იგივეს თქმა გაგვიჭირდება, რადგან ბარსელონური დერბის ბოლო წუთებზე მსაჯთა სიბრმავემ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, ჯერ მეკარესთან პირისპირ გასვლა ლაინსმენის დროშით გააჩერეს (არადა, არ იყო თამაშგარე), შემდეგ კი პედროს დარტყმული "ესპანიოლის" მცველმა კარის ხაზიდან ხელით გამოიტანა.

თავიდან "ბარსა" სესკ ფაბრეგასის გოლით იგებდა, მაგრამ მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ალვარო ვასკესმა პუიოლის პოზიციური შეცდომით ისარგებლა და თავურით გაათანაბრა - 1:1 და "რეალი" წინ გაიჭრა...

პრიმერას შაბათის
ხუთი მატჩიდან "სანტიაგო ბერნაბეუზე" 6 გოლი გავიდა, დანარჩენ სტადიონებზე კი - ერთი. აბა, რატომ უნდა შეგაწყინოთ უინტერესო მატჩების აღწერით? მით უფრო "რეალი"-"გრანადაზე" სათქმელი ბევრია. თუმცა თავიდან "იმ" ერთი გოლით დავიწყოთ, რადგან სანტანდერში ლა ლიგაში 2012 წლის პირველი გოლი გავიდა.

"ელ სარდინიეროზე" გავარდნის ორი აშკარა კანდიდატი ხვდებოდა ერთმანეთს. "რასინგს" "სარაგოსასთან" 22 წლის კოლუმბიელი ბერნარდო ესპინოსა სუნიგას გოლმა მოაგებინა - 1:0. ცენტრალურმა მცველმა 45-ე წუთზე თავურით გაიტანა "რასინგისთვის" 3 ქულის მომტანი გოლი, რომელიც, სხვათა შორის, მისთვის პირველია ლა ლიგაში.

ამ მატჩის შესახებ თხრობას იმით დავასრულებთ, რომ "სარაგოსას" ახალ თავკაცს, გასულ ზაფხულს თბილისის "დინამოსთან" დუელის მომგებ, მანოლო ხიმენესს, მარცხიანი დებიუტი ჰქონდა. ხიმენესი ახლოს იყო ქულის მოპოვებასთან, მაგრამ 91-ე წუთზე ედუარდო ორიოლის დარტყმული ხარიხას მოხვდა.

ამ ტურში კიდევ ერთი მწვრთნელის დებიუტი შედგა, არგენტინელი დიეგო სიმეონეს გაწვრთვნილი "ატლეტიკოს" საქმეში ნახვა ყველას აინტერესებდა, გამომცდელიც ძლიერი იყო, "მალაგა" საკუთარ მოედანზე. რისი თქმა შეიძლება? ესპანეთში სიმეონე ამ თამაშის მერე უფრო აკრიტიკეს, ვიდრე შეაქეს - გუნდი მხოლოდ ქულის მოპოვებაზე ფიქრობდა, რადამელ ფალკაო კი წინ ყველასგან იზოლირებული იყოო. მაგრამ ფაქტია, "ატლეტიკომ" არ წააგო (0:0) და მთელი გუნდით ხისტად იცავდა თავს. სტილი დაახლოებით ისეთია, როგორი ფეხბურთელიც თავად დიეგო სიმეონე იყო.

მეოთხეადგილოსანმა "ლევანტემ" შინ დაკარგა ქულები "მალიორკასთან" დაპირისპირებაში, ხოლო მე-5 ადგილზე მყოფმა "ოსასუნამ" პირიქით, მოიპოვა სტუმრად "რეალ სოსიედადთან". ორივე შეხვედრა 0:0 დასრულდა. "ლევანტე" სამივე ქულას გამოემშვიდობებოდა, რომ არა გუნდის ურუგვაელი გოლკიპერი გუსტავო მუნუა, რომელიც სტუმართა იერიშებს მხნედ დაუდგა. მსაჯმა მასპინძელი არუნა კონეს გოლი გაუუქმა.

"ანოეტაზე" კი "ოსასუნა" იდგა და მხოლოდ თავს იცავდა, თავად კი არ უტევდა. ნავარელებმა გაუძლეს, მით უფრო, რომ კარში ბრწყინვალე გოლკიპერი, ანდრეს ფერნანდესი იდგა.

შაბათის მთავარ მატჩსაც მივაღწიეთ - ანგარიშის (5:1) მიხედვით, "რეალმა" საბრალო "გრანადას" გადაურბინა. ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ... იყო ეპიზოდები, როცა "სამეფო კლუბის" ფანები შეშინდნენ და როცა მასპინძლებს მსაჯი წაეხმარა - პირველ ტაიმში სერხიო რამოსმა აშკარად ჩაარტყა მოწინააღმდეგეს ორთაბრძოლის შემდეგ, მაგრამ დაუსჯელი დარჩა, როცა ასეთ სიტუაციებში ხშირად აძევებენ ხოლმე. გოლებიდან "რეალის" პირველს, ანდალუსიელთა საპასუხოს და მატჩის ბოლოს გამოვყოფთ. პირველი მართლა შესანიშნავი გამოდგა, კრიშტიანო რონალდომ ოსტატური პასი მიაწოდა მესუთ იოზილს, გერმანელმაც ქუსლით ქარიმ ბენზემა მოძებნა, ფრანგმა კი ანგარიში გახსნა.

ეს მე-19 წუთზე მოხდა, ზუსტად სამ წუთში კი "გრანადას" შესანიშნავი კომბინაცია, "რეალის" დაცვის მარცხენა ფლანგის გარღვევით, უჩეს ჩაწოდებით და მიკელ რიკოს გოლით დასრულდა. "გრანადას" დაწინაურებაც შეეძლო, რომ არა იკერ კასილიასი რიკო დუბლს შეასრულებდა. ყველაფერი თავის ადგილზე სერხიო რამოსის თავურით დალაგდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გონსალო იგუაინმა გაიტანა, შემდეგ კი ბენზემამ დუბლი შეასრულა.

"რეალისთვის" ყველაფერი კარგად არ დასრულებულა - ფრანგმა ფორვარდმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. ბოლოს კრიშტიანო რონალდომ სეზონში 21-ე გოლი გაიტანა. არაფერი გამორჩეული, გარდა აღნიშვნისა - უფრო სწორად, ჩემპიონატის პორტუგალიელმა ბომბარდირმა გოლი საერთოდ არ აღნიშნა და არც სხვებისგან მიიღო მილოცვები. მეორე დღეს "მარკას" მთავარი თემა სწორედ ეგ იყო - რა ეწყინა რონალდოს?

კვირა დღის პირველ მატჩში მარსელინოს "სევილია" მადრიდში "რაიო ვალეკანოსთან" დამარცხდა. ამ შეხვედრაში 7-წლიანი განშორების შემდეგ პირველად მოირგო "სევილიას" მაისური ხოსე რეიესმა. ანდალუსიიდან აბარგების შემდეგ მან "არსენალი", "რეალი", "ბენფიკა" და "ატლეტიკო" მოიარა, მაგრამ უკან დაბრუნებულმა ვარსკვლავმა "ელვებთან" უხეიროდ ითამაშა და შესაცვლელი გახდა.

ვალენსიური დერბი 4-გოლიანი თრილერით დასრულდა - 2:2. ქულა მოიპოვა დებიუტში "ვილიარეალის" თავკაცმა ხოსე მოლინამ. არადა, მეტიც შეეძლო "წყალქვეშა" ნავი "ღამურებს" ხომ 2:0-ს უგებდა. მესამეადგილოსანი მარცხისგან არიც ადურისმა 87-ე წუთზე იხსნა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XVII ტური
რასინგი-სარაგოსა 1:0
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო სუნიგა, სისმა - დიოპი (74. ციოლისი), კოლსა - არანა, ადრიან გონსალესი (66. სამპერიო), აკოსტა (82. მუნიტისი) - სტუანი.
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხუარესი, პინტერი, დ. სილვა, პარედესი - ა. ტომასი (57. ბარერა), მეირა - ლაფიტა (83. ორიოლი), ლუის გარსია, ხუან კარლოსი (46. რუბენ მიკაელი) - პოშტიგა.
გოლი: 1:0 ბერნარდო სუნიგა (45)
გაფრთხილება: დიოპი, არანა - პარედესი, ტომასი, მეირა
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 14-8 (4-1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 11 000

რეალ სოსიედადი-ოსასუნა 0:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, დემიდოვი, მ. გონსალესი, კადამურო - ელუსტონდო, არანბურუ - ველა (78. იფრანი), ზურუტუზა, გრიზმანი - აგირეჩე (65. ჩაბი პრიეტო).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - დამია, სერხიო, ფლანიო, სატრუსტეგი (72. ბერტრანი) - პუნიალი, ნეკუნამი - იბრაჰიმა (60. ანუნსიატა), ტიმორი (87. ლოლო), ლამა - ნინო.
გაფრთხილება: პუნიალი, სატრუსტეგი
კუთხური: 12-5; ჯარიმა: 10-18; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 20-9 (6-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 28 000

ლევანტე-მალიორკა 0:0
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, დელ ორნო, ხუანფრანი - ხ. ტორესი (84. იბორა), ფარინოსი - ელ ჟარი (77. იგონი), რ. სუარესი (62. არანდა), ბარკერო - კონე.
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ჩიკო, რამისი, ბიგასი - პინა (58. მარტი), ტისონე - პერეირა, გ. კასტრო (46. ალფარო), ნსუე - ვიქტორი (89. ნუნიეში).
გაფრთხილება: ლოპესი, ფარინოსი - პინა, სენდროსი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 16-23; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 8-11 (2-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 15 000

რეალი-გრანადა 5:1 [იხილეთ ვიდეო]
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - დიარა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - ბენზემა (52. კალეხონი), იოზილი (66. კაკა), რონალდო - იგუაინი (82. ალთინთოპი).
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, დიახატე, სიკეირა - იებდა (61. ფ. რიკო), მ. რიკო - უჩე, მარტინში (76. აბელი), ბენიტესი - იგჰალო (65. ხეიხო).
გოლები: 1:0 ბენზემა (19), 1:1 მ. რიკო (22), 2:1 სერხიო რამოსი (34), 3:1 იგუაინი (47), 4:1 ბენზემა (50), 5:1 რონალდო (89)
გაფრთხილება: იგუაინი - რობერტო
კუთხური: 11-8; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 35-12 (12-4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 72 000

მალაგა-ატლეტიკო 0:0
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ტულალანი, კასორლა (85. აპონიო) - ხუანმი (67. ვან ნისტელროი), ბუონანოტე (73. დუდა), ისკო - რონდონი.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - პერეა, გოდინი, დომინგესი, ფილიპე ლუიში - ტიაგო, გაბი - ხუანფრანი, დიეგო, სალვიო (67. არდა თურანი) - ფალკაო (88. ადრიან ლოპესი).
გაფრთხილება: დემიკელისი - დომინგესი, პერეა, ტიაგო, ფალკაო, დიეგო
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 15-24; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-10 (2-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 25 000

რაიო ვალეკანო-სევილია 2:1
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): დანი - ტიტო, არიბასი, ხორდი, კასადო - ფუეგო, მოვილია (57. დიამანკა) - პიტი (69. რაიკო), მიჩუ, ტრაშორასი - ტამუდო (55. ლ. ბანგურა).
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კოკე, სპაჰიჩი, ესკუდე, ნავარო - ფასიო (53. მედელი), რაკიტიჩი - პეროტი, რეიესი (76. ტროხოვსკი), ლუნა (54. კანუტე) - ნეგრედო.
გოლები: 1:0 მიჩუ (46), 2:0 ტამუდო (51), 2:1 ესკუდე (62)
გაფრთხილება: არიბასი, კასადო, დიამანკა, პიტი - ესკუდე, ნავარო, ფასიო
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 20-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-17 (4-4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 13 000

ხეტაფე-ბილბაო 0:0
ხეტაფე (4-4-2): მოია - ვალერა, კატა დიასი, რაფა, მასილელა - რიოსი (71. გავილანი), მიჩელი, კასკერო (76. ლასენი), აბდელი - მიკუ, გუისა (82. დ. კასტრო).
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე, დე მარკოსი (54. სან ხოსე) - სუსაეტა, ანდერი, მუნიაინი (82. ი. გომესი) - ტოკერო (64. ფ. ლორენტე).
გაფრთხილება: რაფა, მიჩელი, გუისა - აურტენეჩე
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 16-11 (2-2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 11 500

ვილიარეალი-ვალენსია 2:2
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, გონსალო (76. ლეჟონი), საპატა, ხ. ორიოლი - კანი (69. კასტელანი), სენა, ბრუნო, ბ. ვალერო - ნილმარი (85. კამუნიასი), მ. რუბენი.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მიგელი, რამი, რუისი, მატიო (65. პ. ერნანდესი) - მ. თოპალი, ბანეგა (71. ტინო კოსტა) - ფეგული (75. ადურისი), ჟონასი, ალბა - სოლდადო.
გოლები: 1:0 მ. რუბენი (14), 2:0 გონსალო (18), 2:1 ფეგული (41), 2:2 ადურისი (87)
გაფრთხილება: საპატა, ორიოლი, ბრუნო, კანი, რუბენი - მიგელი, ბანეგა, ჟონასი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 13-13 (7-3); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 18 000

ბეტისი-სპორტინგი 2:0
ბეტისი (4-4-2): კასტო - ისიდორო, მარიო, დორადო, ნაჩო - ხუანმა (69. პერეირა), ბენატი, ირინეი, მონტერო (75. კანიასი) - რ. კასტრო, სანტა კრუსი (60. მოლინა).
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა, ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია - რივერა (71. მორანი), ანდრე კაშტრო (59. კარმელო) - ტრეხო, ნაჩო ნოვო (46. გრეგორი), დე ლას კუევასი - ბარალი.
გოლები: 1:0 სანტა კრუსი (23), 2:0 მოლინა (92)
გაფრთხილება: ბენატი - ბოტია, ლორა, კარმელო, მორანი
გაძევება: ლორა (43), კარმელო (94)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 19-11 (8-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 35 000

ესპანიოლი-ბარსელონა 1:1 [იხილეთ ვიდეო]
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი (80. კასილია) - ამატი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი, რომარიკი (64. ა. ვასკესი) - ტიევი, ვერდიუ, ვეისი (46. ხ. ლოპესი) - ს. გარსია.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი (71. პედრო), მესი, ფაბრეგასი (84. კეიტა).
გოლები: 0:1 ფაბრეგასი (15), 1:1 ა. ვასკესი (86)
გაფრთხილება: კასილია, ამატი, როდრიგესი, რომარიკი, ვასკესი, ფორლინი - მესი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-7; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 14-10 (4-3); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 34 500

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 17 14 1 2 61-16 43
2. ბარსელონა 17 11 5 1 51-9 38
3. ვალენსია 17 10 4 3 28-18 34
4. ლევანტე 17 9 3 5 25-19 30
5. ოსასუნა 17 6 8 3 21-28 26
6. მალაგა 17 7 4 6 20-22 25
7. სევილია 17 6 6 5 19-19 24
8. ესპანიოლი 17 7 3 7 18-21 24
9. ბილბაო 17 5 8 4 23-19 23
10. ბეტისი 17 7 1 9 19-22 22
11. ატლეტიკო 17 5 5 7 23-27 20
12. ხეტაფე 17 5 5 7 17-23 20
13. ვალეკანო 17 5 4 8 19-26 19
14. მალიორკა 17 4 7 6 15-22 19
15. გრანადა 17 5 4 8 11-21 19
16. სოსიედადი 17 4 6 7 16-23 18
17. რასინგი 17 3 8 6 12-21 17
18. ვილიარეალი 17 3 7 7 15-25 16
19. სპორტინგი 17 4 3 10 16-29 15
20. სარაგოსა 17 2 4 11 13-32 10

ბომბარდირები
21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 13 - გონსალო იგუაინი (რეალი); 11 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური
14 იანვარი: სარაგოსა-ხეტაფე, გრანადა-რაიო ვალეკანო, სევილია-ესპანიოლი, მალიორკა-რეალი, ვალენსია-რეალ სოსიედადი.
15 იანვარი: ატლეტიკო-ვილიარეალი, ოსასუნა-რასინგი, ბილბაო-ლევანტე, სპორტინგი-მალაგა, ბარსელონა-ბეტისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული