მაგრამ მწვრთნელმა დასძინა, რომ არც მოთამაშეთა სათამაშო თვისებები და მათი ამპლუები უნდა დავივიწყოთ.
"სამი მცველით, ექვსი ნახევარმცველით და ერთი თავდამსხმელით თამაში შეგვიძლია. მთავარია, რომ ამასთანავე მოთამაშეების ამპლუის და სათამაშო თვისებების წინააღმდეგ არ წავიდეთ. ამ შემთხვევაში ნებისმიერი სათამაშო სქემის გამოყენება შეიძლება", - თქვა დელ ბოსკემ.