როსელი: გვარდიოლას საუკეთესო მწვრთნელად დაასახელებენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად და მწვრთნელად კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს დაასახელებენ.

"ბარსელონა" ფავორიტია და ამით ვამაყობთ. ადამიანები, რომლებსაც ფეხბურთი ესმით, "ბარსელონას" ფეხბურთელებს მისცემენ ხმას.

დარწმუნებული ვარ, გვარდიოლას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარებენ. ის ამას იმსახურებს, რადგან ხოსეპი ნამდვილად საუკეთესოა", - განაცხადა როსელმა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის წოდების მოპოვების პრეტენდენტები ჟოზე მოურინიო ("რეალი") და ალექს ფერგიუსონი ("მანჩესტერ იუნაიტედი") არიან.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული