ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" მზადაა "ლივერპულს" ლუის სუარესის ტრანსფერის თაობაზე მოელაპარაკოს. არაოფიციალური ცნობებით, ესპანელებმა 24 წლის ურუგვაელის სანაცვლოდ 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.
ინგლისში ფორვარდის ავტორიტეტი მას შემდეგ დაეცა, რაც იგი პატრის ევრას მისამართით რასისტულ გამონათქვამებში დაადანაშაულეს და რვამატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
ამ ვითარებაში "რეალს" შეუძლია მოთამაშე ესპანეთში გადასვლაზე დაითანხმოს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.