სონი ანდერსონი: მესიმ ოქროს ბურთი დაიმსახურა, მაგრამ "ბარსელონას" ტვინი ჩავია

AutoSharing Option
კატალონიელთა ყოფილმა თავდამსხმელმა სონი ანდერსონმა "ოქროს ბურთის" მორიგ დაჯილდოებაზე ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ არტისტი ლიონელ მესი ამ პრიზის მიღებას იმსახურებს. ის ერთერთი მათგანია, ვინც მატჩის ბედს თავისი გუნდის სასარგებლოდ წყვეტს.

თუმცა არსებობს ეჭვი, ითამაშებდა თუ არა მესი ასე კარგად ჩავის და ინიესტას გარეშე. ჩავი "ბარსელონას" ტვინია. ის კატალონიელთა თამაშს ხელმძღვანელობს და მისი წყალობით პარტნიორები უკეთ თამაშობენ", - განაცხადა ანდერსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული