"მესი უნიკალური ფეხბურთელია. ის ამ ჯილდოს ისევე იმსახურებს, როგორც ჩავი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ წლის საუკეთესო მოთამაშე ლეო გახდა", - განაცხადა ინიესტამ.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს არც "ბლაუგრანას" თავკაცი პეპ გვარდიოლა დავიწყებია, რომელიც 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
”გვარდიოლა ამ აღიარებას იმსახურებს. ვინც მას იცნობს, მის მუშაობას აფასებს. ჩვენთვის გვარდიოლაზე უკეთესი მწვრთნელი ვერავინ იქნება", - თქვა ინიესტამ.