ერთერთი ინგლისური კლუბი დი მარიაში 42 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ანხელ დი მარია ამ დღეებში ერთერთი ინგლისური გუნდის წინადადებას განიხილავს.

ინგლისელები მზად არიან არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად ჯიბე 42 მილიონი ევროთი შეითხელონ.

ამასთან, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა მოთამაშისთვის ხელფასის გაზრდას არ აპირებს.

დი მარიამ ხელფასის მომატება ჯერ კიდევ გასული სეზონის დასრულების შემდეგ  მოითხოვა და თავისი მოთხოვნა ყველა ტურნირზე ხარისხიანი თამაშით დაასაბუთა.

ამჟამად დი მარია წელიწადში 1.8 მილიონ ევროს იღებს და ამ თანხის გაზრდა 3.5 მილიონ ევრომდე სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული